მთავარი კულინარია ჩიხირთმა აზერბაიჯანული წესით უფრო გემრიელი ყოფილა, დღეიდან ვცვლი ტრადიციულ რეცეპტს

ჩიხირთმა აზერბაიჯანული წესით უფრო გემრიელი ყოფილა, დღეიდან ვცვლი ტრადიციულ რეცეპტს

by Keti

ინგრედიენტები:

1 ქათამი – ქონით დაახლოებით 2 კგ

4-5 ცალი დიდი ხახვი

4-5 ცალი კარტოფილი

2 ცალი გახეხილი პამიდორი

მარილი, პილპილი, 1/4 ჩაი კოვზი კურკუმა.

მწვანილები – ქინძი და ოხრახუში

მომზადების პროცესი:

ჩიხირთმას სხვადასხვანაირად ამზადებენ, ახლა გასწავლით აზერბაიჯანულად მომზადების წესს.

ამ კერძის მოსამზადებლად სასურველია შეიძინოთ შინაური ქათამი, თუ მას ვერ იშოვით, საამისოდ ბროილერის ჯიშისაც წავა, მაგრამ გემოში განსხვავება მაინც იქნება.

ამგვარად ქათამი დავჭრათ პორციების მიხედვით ნაჭრებად. თუ ქათამი სოფლისაა, იგი წინასწარ უნდა მოიხარშოს, რადგან მისი ხორცი, მართალია გემრიელია, მაგრამ მაგარია. ვხარშავთ საბოლოო მომზადებამდე, ბულიონისგან ვაკეთებთ სუპს, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

თუ ქათამი ბროილერის ჯიშისაა, მასაც ვხარშავთ მაგრამ ადუღებიდან მხოლოდ 15 წუთი, ნახევრად.

სანამ ქათამი იხარშება, გავფცქვნათ და დავჭრათ ხახვი. როგორც ხედავთ ხახვი აქ ბევრია საჭირო, ამაზე ითქმის: ,,ხახვით ჩიხირთმას ვერ გააფუჭებ”.

ხახვი გავჭრათ შუაზე და გრძელ ზოლებად, როგორც ფოტოზეა. თუ ქათამი ძალიან ცხიმიანია, ხახვს ვშუშავთ მისსავე ცხიმში. თუ ქათამი ჩვეულებრივია, მაშინ ტაფაზე ვასხამთ ზეითუნის ზეთს. უკეთესია ერბო. ხახვს ბოლომდე არ ვშუშავთ, არამედ ნახევრად ოქროსფრამდე. ვუმატებთ მარილს, პილპილს, გემოვნებით და კურკუმას. მომზადებულ ქათამს მოვათავსებთ ხახვთან და ვურევთ.

აქვე ვამატებთ გაფცქვნილ, მსხვილად დაჭრილ კარტოფილს. ავურევთ, დავუმატებთ 3-5 კოვზ ბულიონს და მარილს გემოვნებით. ვაფარებთ სახურავს, პერიოდულად ვურევთ რომ არ მიიწვას (საჭიროების შემთხვევაში კვლავ დავუმატოთ ბულიონი).

 

კარტოფილს ვხარშავთ დარბილებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ დავუმატებთ გახეხილ პომიდორს. უკვე მზადაა. თეფშზე ამოღების შემდეგ, სუფრაზე მიტანამდე ზემოდან ვაყრით დაჭრილ ქინძსა და ოხრახუშს

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: