მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ქათმის მკერდი გრილზე?

როგორ მოვამზადოთ ქათმის მკერდი გრილზე?

by Keti

სწრაფად და შეუმჩნევლად ქათმის მკერდი იქცა საყვარელი კერძების შეუცვლელ ინგრედიენტად. თუმცა ამის ახსნა ძალიან მარტივია: ქათამი – ხორცის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სახეობაა, ხოლო მისი მომზადება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.

უფრო ხშირად ქათმის მკერდს აცხობენ ბოსტნეულთან ერთად, ამზადებენ კარტოფილის გარნირით, ჭრიან უნაზეს ნაჭრებად. მაგრამ თუ სწორად დავამარინადებთ, დავხარჯავთ მხოლოდ 10 წუთს ტაფაზე შეწვისთვის და მოვამზადებთ საუკეთესო კერძს.

ჩვენ ადრე ვწერდით, იმისათვის რომ ხორცი იყოს უფრო წვნიანი და ნაზი, საკმარისია მას მოვასხათ უცხიმო კეფირი, სანელებლებთან ერთად. მხოლოდ ნახევარი საათით. ეს მეთოდი მუშაობს ყოველთვის. თუ თქვენ ჩაიწერეთ ის თქვენი რეცეპტების წიგნში, იპოვეთ ადგილი კვლავ ერთი მარტივი მარინადისთვისაც. მასთან ერთად ქათამი ხდება რბილი, წვნიანი, შესანიშნავი გემოთი.

ინგრედიენტები:

ქათმის მკერდი – 400-500 გრამი

არაქისის ზეთი – 3 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი

დიჟონის მდოგვი – 1 სუფრის კოვზი

სოიოს სოუზი – 50 მლ

ნიორი – 2-3 კბილი

იმბირი – 10 გრამი

მიხაკი – 10 გრამი

ფორთოხლის წვენი – 50 მლ

შავი პილპილი (დაფქვილი) – ნახევარი ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

1. ღრმა ჭურჭელში აურიეთ ინგრედიენტები მარინადისთვის: დიჟონის მდოგვი და სოიოს სოუსი, დაფქული პილპილი და მიხაკი. არაქისის ზეთი და ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.

2. დააქუცმაცეთ იმბირის ფესვი და ასევე ნიორი, ჩაყარეთ და აურიეთ ეს პროდუქტები მარინადიან ჭურჭელში.

3. გარეცხეთ ხორცი გამდინარე წყალში. მოათავსეთ მკერდი მარინადში, დააფარეთ საკვები ცელოფანი. შედგით მაცივარში 45 წუთით.

4. გამოიღეთ ქათამი მაცივრიდან, მოხსენით ცელოფანი და გააჩერეთ ასე 20 წუთი.

5. დაბალ ცეცხლზე გაახურეთ გრილის ტაფა, ჩაასხით მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი, შეწვით მკერდი ორივე მხრიდან ოთხი წუთის განმავლობაში. კერძისთვის სადღესასწაულო სახის მისაცემად გააფორმეთ მწვანილით, მორთეთ წითელი ხახვის რგოლებით და ავოკადოს ნაჭრებით.

გარნირი? შეიძლება შევარჩიოთ ერთ-ერთი ორიგინალური ვარიანტიდან ან შეიძლება ის არც დაგვჭირდეს. შევთავაზოთ სტუმრებს მსუბუქი ბოსტნეულის სალათი, რომელიც მხოლოდ გამოკვეთს ხორცის გემოს. გირჩევთ არ დააყოვნოთ მომზადება და აუცილებლად გაუზიაროთ ეს ორიგინალური რეცეპტი მეგობრებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: