პორცია 5 კაცზე:
ინგრედიენტები:
ძირითადი:
ფარგა – 2 კილოგრამი
სტაფილო – 3 ცალი
პასტერნაკი – 2 ცალი
ხახვი – 4 ცალი
ფქვილი – 50 გრამი
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მცენარეული ზეთი – 100 მილილიტრი
მარინადი:
წყალი – 500 მილილიტრი
ძმარი 9%იანი – 250 მილილიტრი
მარილი – 2 ჩაის კოვზი
შაქარი – 2 სუფრის კოვზი
მიხაკი – 6 ცალი
სურნელოვანი პილპილი – 10 ცალი
შავი პილპილის მარცვლები – 10 ცალი
დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
დარიჩინი – 1 გრამი
ნაბიჯი 1
ამ რეცეპტისთვის გამოდგება არამარტო ფარგა, არამედ ნებისმიერი თევზი გარდა მდინარის თევზისა. გასუფთავებული თევზი გამოშიგნეთ, გარეცხეთ ციი წყლით, შეამსრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით 2 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დადგით რამდენიმე წუთით მარილის გახსნამდე.
ნაბიჯი 2
ტაფაში ჩაასხით ზეთი და დადგით ცეცხლზე. სანამ ზეთი საჭირო დონემდე გაცხელდება, ჩაყარეთ სქელ პარკში ფქვილი. ამ ფქვილიან პარკში ჩააწყვეთ თევზის ის რაოდენობა, რაც დაეტევა თქვენს ტაფაზე და გაბერეთ ჰაერით და შეკარით ის. ფრთხილად ამოავლეთ მასში თევზის ნაჭრები, ისე რომ თითოეული მხარე გახდეს ფქვილიანი. ჩააწყეთ ცხელ ტაფაში თევზის ნაჭრები და შეწვით საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე.
ნაბიჯი 3
ყველა მხრიდან შემწვარი თევზი ჩააწყვეთ კონტეინერში.
ნაბიჯი 4
მოამზადეთ ბოსტნეული წინასწარ. სტაფილო დაჭერით ლამაზ ნაჭრებად. იმავე ფორმის კუბებად დაჭერით პასტერნაკი. თუ არ გექნებათ ეს მცენარე, არაუშავს, მაგრამ მისი გამოყენებით უფრო მდიდარი გემო მიიღება. ხახვი დაჭერით კალმების სახით. იმავე ცხიმში, რაშიც შეწვით თევზი, რიგის მიხედვით მოშუშეთ ბოსტნეულიც.
ნაბიჯი 5
ბოსტნეულს ძალიან ნუ შეწვავთ, არამედ მსუბუქად მოშუშეთ. ხახვი კი – გამჭვირვალე ოქროსფრამდე.
ნაბიჯი 6
წინასწარ მოამზადეთ მარინადი, ჩვენ ის გვჭირდება ცივი და ნადგომი. ჯამში ჩაასხით წყლის აუცილებელი რაოდენობა, ჩაყარეთ ყველა სანელებელი, გარდა ძმრისა. მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე და გააგრძელეთ ხარშვა 7-10 წუთის მანძილზე. როცა წყალი ლამაზ შეფერილობას მიიღებს და იგრძნობთ სანელებლების არომატს, გამორთეთ ცეცხლი და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაასხით ძმარი, დააფარეთ ხუფი და გააციეთ.
ნაბიჯი 7
ყველაფერი მზადაა თევზის დამარინადებისთვის, კონტეინერში ჩააწყეთ თევზი და თითოეულ ფენას დაადეთ მოშუშული ხახვი და ბოსტნეული.
ნაბიჯი 8
დაასხით თევზისა და ბოსტნეულის ნარევს მარინადი იმ სანელებლებთან ერთად, რომლებიც მასში მოიხარშა.
ნაბიჯი 9
ზემოდან დაადეთ თეფში, რათა თევზი მთლიანად დაიფაროს მარინადი. დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში 5 დღით.
ნაბიჯი 10
თევზი მიაქვთ სადღესასწაულო სუფრაზე, როგორც ცივი კერძი, თუმცა ყოვლთვის შეიძლება მისი მირთმევა.
გემრიელად მიირთვით!