მთავარი კულინარია ამ კარტოფილის ,,პიშკების” მოსამზადებლად ორი ძირითადი ინგრედიენტი გჭირდებათ, ყველი და კარტოფილი

ამ კარტოფილის ,,პიშკების” მოსამზადებლად ორი ძირითადი ინგრედიენტი გჭირდებათ, ყველი და კარტოფილი

by Keti

მე მგონი პიშკები ყველას უყვარს. მაგარი ყველი აქ უნდა იყოს პიკანტური, მაგრამ მოტკბოგემოთი, სულგუნის ნაცვლად კი გამოდგება თხის ყველი. ცომი სჯობს მოვზილოთ ხელით და რაც მთავარია, ფქვილი ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს – რაც ნაკლები აქვს, მით უფრო ნაზი გამოდის. შესაძლოა ცომში დაემატოს პაპტიკა, მაშინ პიშკები მოვარდისფრო გამოვა. შესაძლოა ნივრის ან რაიმე მწვანილის დამატება – ძალიან გემრიელი იქნება!

ინგრედიენტები 1 პორციაზე:

კარტოფილი – 500 გრამი

ფქვილი – 350 გრამი

სულგუნი – 250 გრამი

მაგარი ყველი – 150 გრამი

კარაქი – 300 მილიგრამი

მშრალი, სწრაფმოქმედი საფუარი – 14 გრამი

ზღვის მარილი – 1 ჩაის კოვზი

ნაბიჯი 1

კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ სრულად, შემდეგ ჩაჭყლიტეთ პიურესავით. უნდა გამოვიდეს 350 გრამი.

ნაბიჯი 2

მაგარი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე

ნაბიჯი 3

ფქვილში აურიეთ კარტოფილის პიურე, გახეხილი ყველი, ჩაყარეთ საფუარი, მარილი და მოზილეთ ხელით.

ნაბიჯი 4

გააკეთეთ ცომისგან გუნდა, ჩადეთ ღრმა ჭურჭელში, დააფარეთ ცხელ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი და აცადეთ ამოსვლა.

ნაბიჯი 5

სულგუნი დაჭერით პატარა ნაჭრებად

ნაბიჯი 6

გავაკეთოთ ცომისგან პატარა, თხელი გუნდები, დავაწყოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თითოეული გუნდის ცენტრში დავდოთ სულგუნის ნაჭერი და შევკრათ.

ნაბიჯი 7

გავაცხელოთ ღრმა ქვაბში ზეითუნის ზეთი და შევწვათ პიშკები ოქროსფრამდე, შემდეგ ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

გემრიელად მიირთვით!