მთავარი კულინარია ჩიზქეიქი მანის გარეშე: მოამზადეთ უგემრიელესი საუზმე 20 წუთში

ჩიზქეიქი მანის გარეშე: მოამზადეთ უგემრიელესი საუზმე 20 წუთში

by Keti

ჩისქეიქი ეს არის შესანიშნავი კერძი, რომელსაც მიირთმევენ ისინიც კი, რომლებიც ხაჭოს გემოს დიდად არ სწყალობენ. ეს კი იმიტომ, რომ მათ აქვთ შესანიშნავი გემო, განსაკუთრებით თუ მასში დავამატებთ ქიშმიშს, ჩირს ან დაქუცმაცებულ ნიგზს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ მასში ბერძნული კაკალი. მათ შეუძლიათ კერძს მისცენ მადის დამთრგუნველი მოლურჯო შეფერილობა.

იმისთვის რომ ჩისქეიქი გამოვიდეს ნაზი, დიასახლისმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა წვრილმანი ეშმაკობა. მაგალითად: ხაჭო აუცილებლად უნდა გავსრისოთ ბადეზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავამატოთ სხვადასხვა ინგრედიენტი.

სხვათაშორის, ჩისქეიქს ასე იმიტომ ეძახიან რომ სიტყვა ,,ჩის” – აღნიშნავს სხვადასხვა რძემჟავა პროდუქტის სახეობებს, მათ შორის ხაჭოს.

ინგრედიენტები:

ხაჭო – 600 გრამი

შაქარი – 100 გრამი

ხორბლის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი

კვერცხი – 6 ცალი

მზესუმზირას ზეთი – 1 სუფრის კოვზი

მარილი – 1 მწიკვი

მომზადება:

  1. აიღეთ ხაჭო 5%იანი ცხიმიანობით, ის არ უნდა იყოს არც ძალიან მშრალი და არც სველი. გადახეხეთ ხაჭო ბადეზე.
  2. აურიეთ ყველა ინგრედიენტი. ნამიანი ხელებით მოამზადეთ მისგან ბურთულები
  3. ამოავლეთ ისინი ფქვილში და ჩაალაგეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაში
  4. როდესაც ჩისქეიქები შეწითლდება ცალ მხარეს, გადააბრუნეთ ისინი და დააფარეთ ტაფას თავზე ხუფი. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჩისქეიქის მეორე მხარე არ გახდება ისეთივე წითელი
  5. ამოალაგეთ ჩისქეიქები თეფშზე, რომელსაც აფარია ქაღალდის ხელსახოცი, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწუროს

ჩისქეიქები სუფრასთან მიიტანეთ თაფლთან, მურაბასთან, არაჟანთან, სხვადასხვა კენკროვანთან და ხილთან ერთად, მაგრამ ამ დანამატების გარეშეც კერძი არანაკლებ გემრიელი იქნება.