მთავარი საკითხავი ის ჩერნობილის კატასტროფის დროს დაშავდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გადატრიალება მოახდინა ქირურგიაში.

ის ჩერნობილის კატასტროფის დროს დაშავდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გადატრიალება მოახდინა ქირურგიაში.

by Keti

გამოჩენილი ტვინები ყოველთვის პატივში არიან. ისინი აღმოჩენებს აკეთებენ, კაცობრიობის ცხოვრება კი წინ მიჰყავთ. თითოეულ ქვეყანაში უყვართ და ახსოვთ თავიანთი გმირები, მათ სათანადოდაც აფასებენ. ტალანტები ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი სიამაყეა, ამიტომ პერიოდულად მოგიყვებით ჭეშმარიტად დიდ ადამიანებზე.

დღეს გიამბობთ უკრაინელ მეცნიერზე მეტალურგიისა და ლითონების ტექნოლოგიების დარგში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედ პრეზიდენტზე – ბორის პატონზე. მას 2018 წლის 27 ნოემბერს 100 წელი შეუსრულდა. ის კი კვლავ მხნეა და აუზზეც კი დადის.

ბორის პატონი

მომავალი მეცნიერი დაიბადა 1918 წლის 27 ნოემბერს მეცნიერ-მექანიკოს ევგენი პატონის ოჯახში. კიევის პატონის ხიდს ჰქვია ევგენის სახელი, მის პატივსაცემად. ბორისის მამა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასწავლიდა, იქვე, დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრობდა პატონების ოჯახი. ბორისის მთელმა ბავშვობამ ამ სასწავლებლის კედლებთან გაიარა, ამიტომ ინსტიტუტის შერჩევისას ჭაბუკს არც უყოყმანია.

1941 წელს ბორისი უკვე ამთავრებდა სწავლას ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. თუმცა მთელი ეს წლები კარგად სწავლობდა, მარქსიზმ-ლენინიზმში 4-იანზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც წითელიი დიპლომის გარეშე დარჩა. დიპლომის დაცვა კი დანიშნული იყო 1941 წლის 22 ივნისს. ინსტიტუტში მიმავალი სტუდენტები მოჰყვნენ გერმანელთა ბომბების ქვეშ, რომლებიც საავიაციო ქარხნისკენ იყო მიმართული. ბორისი სასწაულებრივად გადარჩა და მოგვიანებით ფრიადზე დაიცვა დიპლომი.

1942 წელს მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო ტანკის T34-ის ტექნიკური საფუძვლების შემუშავებაში. ბორისმა 1943 წელს მიიღო პირველი ჯილდო, ღირსების ორდენი. სწავლის დამთავრების შემდეგ, პატონი ელექტროშედუღების ინსტიტუტში მუშაობდა. 8 წლის შემდეგ გახდა მისი დრექტორი, ხოლო 1962 წელს არჩეულ იქნა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ის საჯაროდ აკრიტიკებდა ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების, განსაკუთრებით ჩერნობილის აე-ს მშენებლობას. ბორისს არ მოუსმინეს და 2 წლის შემდეგ მსოფლიო შეძრა 1986 წლის საშინელმა ავარიამ.

1995 წელს პატონი წყლის თხილამურებით კატაობდა, როდესაც დავარდა და ფეხი მოიტეხა. ოპერაციის შემდეგ ის დაინტერესდა, რა საშუალებით მოაჭრეს ფეხი. ეს იყო მექანიკური ხერხი. გამოჯანმრთელების შემდეგ მან თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავა მედიცინაში ძვლებისა და ცოცხალი ქსოვილების ლაზერით კვეთის მეთოდი. შედეგი გამაოგნებელი იყო. პატონის ნაკერი სისხლდენას რამდენჯერმე ამცირებდა და აჩქარებდა ოპერაციის ჩატარებას.

მეცნიერების წინაშე უდიდესი მიღწევებისთვის მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება, მას სიცოცხლეშივე დაუდგეს ბრინჯაოს ქანდაკება, რამაც დიდად ვერ აღაფრთოვანა. ,,მე პროტესტს ვაცხადებდი ამ ინიციატივაზე, ვთხოვდი არ დაედგათ, სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ არ მომისმინეს”.

,,ცხოვრებაში მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ცოტას ვმეცადინეობდი მუსიკაში, ფერწერაში, მხატვრულ ლიტერატურაში. სულ ვმუშაობდი, ახლა ვცდილობ ამ დანაკლისის შევსებას. ვკითხულობ ყველაფერს, როცა დრო მაქვს.”

მეცნიერი დღემდე აქტიურადაა დაკავებული სპორტით. ფეხის ტრავმამდე რეგულარულად თამაშობდა ტენისს და წყლის თხილამურებით. ახლა მხოლოდ ცურავს. ის გვამცნობს თავისი დღეგრძელობის საიდუმლოს:

,,ცხოვრებისა და შრომისაგან უნდა მიიღოთ სიამოვნება, ასევე შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი. თუ მოიღუშებით და იწუწუნებთ, ნურაფერს კარგს ნუ დაელოდებით.” ნამდვილად ბრძნული სიტყვებია ჭეშმარიტი დღეგრძელისა, რომელსაც ვუსურვებთ ახალ გენიალურ იდეებს, მტკიცე ჯანმრთელობასა და ღირსეულ მემკვიდრეებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: