მთავარი ჯანმრთელობა თუ ღამღამობით ხელები გიბუჟდებათ მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. ამიტომ არ ღირს მკურნალობის გადადება.

თუ ღამღამობით ხელები გიბუჟდებათ მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. ამიტომ არ ღირს მკურნალობის გადადება.

by Keti

ხელების დაბუჟება (პარესთეზია) – ეს დისკომფორტი საკმაოდ ხშირად გვხვდება, რომელიც ვლინდება უპირატესად ღამით. მისი ძირითადი ნიშნებია ყრუ ტკივილი და ჩხვლეტები. არც თუ ისე იშვიათად ადამიანი ღამე იღვიძებს და ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება ხელს უშლის მას ძილის გაგრძელებაში. თითების ამოძრავებისას ჩხვლეტები თავიდან ძლიერდება, მტკივნეული შეგრძნებები იზრდება, შემდეგ თანდათან გადის და შესაძლოა ძილის გაგრძელება.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 45% განიცდის მტკივნეულ ღამეულ პარესთეზიებს. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძილის დროს ხელების დაბუჟების მიზეზი – ეს კიდურებში არასწორი სისხლის მიმოქცევაა, მაგრამ რა იწვევს ამას?

რატომ ბუჟდება ხელები ძილის დროს?

რა თქმა უნდა, თუ ხელი ერთხელ დაბუჟდა ძილის დროს სხეული უხერხული მდებარეობის გამო, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. მაგრამ თუ ხელები ყოველ ღამე ბუჟდება და მუდმივად გვიშლის ძილს, უნდა მივმართოთ ექიმ-სპეციალისტს. აი, რა პრობლემებს უნდა მიექცეს ყურადღება.

  1. თუ ბუჟდება ხელები ძილის დროს და ძილის შემდეგ
  2. თუ ორივე ხელი ბუჟდება ერთდროულად
  3. თუ ღამით ბუჟდება მხოლოდ მარცხენა ან მხოლოდ მარჯვენა ხელი
  4. პარესთეზიის შეტევებთან ერთად უარესდება მხედველობა

არასასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი თავისი ლოკაციის მიხედვით. ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს მთლიანი ხელის დაბუჟება. უფრო ხშირად ბუჟდება მისი რომელიმე ნაწილი, რაც მთლიანად დამოკიდებულია დაავადების მიზეზებზე.

1. მაჯის არხის სინდრომი – წარმოიქმნება იმ ნერვების გაჭყლეტვის შედეგად, რომლებიც მიემართება მტევნისკენ, მაჯის ძვლებით წარმოქმნილ წვრილ არხში. მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივი, ერთი სახის დატვირთვა მტევანზე (მუშაობა კომპიუტერთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა). ამასთან აღინიშნება მთლიანი მტევნის დაბუჟება ან მისი ნაწილისა მაჯის ქვემოთ. ზოგჯერ აღინიშნება ხელის თითების დაბუჟება. ხელის მაღლა მდგომი ნაწილები პათოლოგიურ პროცესში არაა ჩართული.

2. კისრის ოსტეოხონდროზი, სპონდილოზი, თიაქარი, ან ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოს, მალთაშუა დისკების პროტრუზია, განსაკუთრებით როცა პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია კისრის ქვედა სეგმენტებში. ზურგის ტვინის სწორედ ამ ნაწილიდან გამოდის ხელისკენ მიმავალი ნერვები. ამასთან ხელების დაბუჟება შეიძლება ლოკალიზდეს ხელის შიდა ზედაპირის გასწვრივ, მხრიდან მეოთხე ან მეხუე თითის დაბოლოებამდე, მხრის და წინა მხრის უკანა მხარეს, მეორე და მესამე თითის უკანა ზედაპირზე, ხელის გვერდითა ნაწილის გასწვრივ – დიდ და საჩვენებელ თითამდე.

3. მტევნის წვრილი სახსრების პოლიართრიტი – ხასიათდება გამოვლინებათა არსებობიტ მხოლოდ თითებში.

4. შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები. ამ დროს დაბუჟებას აქვს ამავალი ხასიათი – იწყება მოშორებული ნაწილებიდან და ადის ხელის ზევით. ზიანდება ჩვეულებრივ ორივე ხელი.

5. გულის დაავადება – მარცხენა ხელის დაბუჟება შეიძლება იყოს გულის სერიოზული პრობლემების ნიშანი, როგორებიცაა სტენოკარდია და ინფარქტი. თუ მარცხენა ხელი დაბუჟდა უცებ, განსაკუთრებით ღამით და არ მორჩა 1 საათის მანძილზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა გავაკეთოთ თუ ძილში ხელები დაგვიბუჟდა:

1. შეამოწმეთ ბალიში და ლეიბი – რამდენად კომფორტულად უწყობენ ძილს ხელს

2. შეამოწმეთ ღამის საცვალს არ ჰქონდეს ვიწრო სახელოები

3. გააკონტროლეთ სხეულის მდებარეობა ძილის დროს