მთავარი რჩევები ეს სააფთიაქო პრეპარატები თქვენს თმის ძირებს გააძლიერებს და ცვენას შეაჩერებს.

ეს სააფთიაქო პრეპარატები თქვენს თმის ძირებს გააძლიერებს და ცვენას შეაჩერებს.

by Keti

ვიტამინები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათი უკმარისობა უარყოფითად აისახება ადამიანის გარეგნობაზეც, მაგალითად ფრჩხილებზე, კანზე, თმაზე. თმის სილამაზისა და ბზინვარების აღდგენისთვის გვეხმარება B ჯგუფის ვიტამინები ამპულებში.

ნიღბები, რომლებშიც შეიძლება დავამატოთ აღნიშნული ვიტამინები, მოსამზადებლად მარტივია, სახლის პირობებშიც კი. მათი გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინების შეუთავსებლობა. მაგალითად, B6 და B12 ვიტამინები უნდა გამოვიყენოთ მორიგეობით ან სხვადასხვა ნიღაბში.

სუპერ ნიღაბი B ჯგუფის ვიტამინებით

ინგრედიენტები:

B6 ან B12 ვიტამინების ერთი ამპულა

1 გრამი C ვიტამინი

2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი

2 სუფრის კოვზი თაფლი

2 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი ბალზამი

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნიღაბი თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე. ჯერ ძირებზე, შემდეგ თანაბრად თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი. გაიჩერეთ 1 საათით. ასევე B ჯგუფის ვიტამინები შეიძლება დაემატოს ნებისმიერ შამპუნს ან ბალზამს.

თუ B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინის უკმარისობა გაქვთ, პირველ რიგში ეცადეთ თქვენი რაციონის კორექტირებას, რათა ვიტამინებმა ორგანიზმში ბუნებრივი გზით, საკვები პროდუქტების სახით შეაღწიონ.

თაფლის ნიღაბი 

ერთჯერადი გამოყენებაც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა. შველის თმის ცვენას და სიმშრალეს. სასურველია კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენოთ, ინტენსიური თმის ცვენისას კი 2-3-ჯერაც შეიძლება.

ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა

1 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნებისმიერი თმის ზეთი

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

1 სუფრის კოვზი იოგურტი ან კეფირი ან მაიონეზით

1 სუფრის კოვზი ნებისმიერი კოსმეტიკური თმის ნიღაბი

1 ნივრის კბილი

აურიე ინგრედიენტები და წაისვი თმაზე, დაიხურე შხაპირ ქუდი ან პარკი. შეფუთე პირსახოცით და გაიჩერე მინიმუმ 45 წუთი, სასურველია, 2 საათი. შემდეგ ჩამოიბანე ნიღაბი 300-500 მილილიტრი ცივი (30 გრადუსიანი) წყლით 1/8 ლიმონთან ერთად.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ძლიერი რეცეპტი, რომელმაც დროს გაუძლო

კონიაკის დამატება თმის ნიღბებში ასტიმულირებს თმის ზრდას და ასტიმულირებს მას. ამასთან აქრობს ცხიმიანობას.

კონიაკის ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის ქალისა და მამაკაცის თმას, მაგრამ თუ თმა სიმშრალისკენაა მიდრეკილი, მაშინ კონიაკის რაოდენობა უნდა იყოს სხვა ინგრედიენტებზე ნაკლები.

ინგრედიენტები

1 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი

1 სუფრის კოვზი კონიაკი

1 კვერცხის ცილა

აურიეთ ინგრედიენტები და შეიზილეთ ძირებში 5 წუთის მანძილზე. დაიფარეთ შხაპის ქუდი და შეფუთეთ თმა პირსახოცით 2-3 საათით. ამის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.

ნიღაბი კაკაოთი თმის მოცულობის ზრდისთვის

კაკაოზე დამზადებული ნიღბები არამხოლოდ მოცულობაში ზრდის თმას, არამედ მის სტრუქტურასაც აღადგენს, აძლევს სირბილეს და ბზინვარებას.

ინგრედიენტები:

2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი

0.25 ჭიქა რძე

2 სუფრის კოვზი კონიაკი

1 კვერცხის ცილა

კაკაოს დაასხით რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და გახსენით ბოლომდე. შემდეგ დაუმატეთ ცილა და კონიაკი. აურიეთ და წაისვით სუფთა თმაზე 1 საათით. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

თმის ნიღაბი მდოგვით

ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, ,,აღვიძეს” ,,მძინარე” თმის ფოლიკულებს, კვებავს და ამაგრებს თმას. რეკომენდირებულია ცხიმიანი თმისთვის. მგრძნობიარე თავის კანისთვის არ არის სასურველი.

ინგრედიენტები:

2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 კვერცხის ცილა

1-2 ჩაის კოვზი თაფლი

გახსენით მდოგვის ფხვნილი ცხელ წყალში, დაამაეთ ცილა და ზეითუნის ზეთი, თაფლი. მიღებული ნიღაბი შეიზილეთ ძირებში და გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთი. იდეალურია 30-45. შემდეგ ჩამოიბანეთ.

შეინახეთ ეს სასარგებლო რეცეპტები თქვენთვის და გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან იაფი არ ნიშნავს ცუდს.