მთავარი კულინარია აიღეთ ერთი ქილა შედედებული რძე, ორი კვერცხი და ფქვილი და მოამზადეთ გემო, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ

აიღეთ ერთი ქილა შედედებული რძე, ორი კვერცხი და ფქვილი და მოამზადეთ გემო, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ

by Keti

ფუნჩულის წარმოშობაზე მრავალი საინტერესო თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ეხება დანიელ მეღვაურს ჰენსონ გრეგორის. ის იდგა გემბანზე და სჭამდა ტკბილ ნამცხვარს. მას ორივე ხელი უნდა მოეკიდებინა საჭისთვის. სხვა გზა რომ არ ჰქონდა, მეზღვაუმა ნამცხვარი წამოაცვა საჭის სახელურს.

რეალურად, კლასიკური ფუნჩულას ფორმა დაკავშირებულია იმასთან, რომ ნახვრეტიანი ცომი უფრო სწრაფად და თანაბრად იწვება. მაგრამ თუეს ფუნჩულები არ არის დიდი ზომის,შესაძლოა ნახვრეტის გარეშეც მომზადდეს.

ამ ტკბილეულის რეცეპტი ყველა დიასახლისის რეცეპტების რვეულში უნდა იყოს. მისი მომზადება მხოლოდ 5-6 წუთ წაგართმევთ, საბოლოოდ კი ბავშვებიცა და უფროსებიც კმაყოფილნი რჩებიან.

ინგრედიენტები:

1 ქილა შედედებული რძე

2 კვერცხი

ფქვილი – რამდენსაც ცომი აიღებს

მწიკვი მარილი

სოდა დანის წვერით

მცენარეული ზეთი

შაქრის ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შესქელებული რძე, აურიეთ და დაუმატეთ მარილი და სოდა. შემდეგ თანდათან დაამატეთ ფქვილი, მანამ სანამ არ გამოვა რბილი, კარგად წელვადი ცომი.

2. დაახვიეთ ცომი ძეხვისებურად, ერთი თითის სისქის რომ იყოს. ამის გაკეთება სასურველია მშრალ მაგიდაზე ანუ ფქვილის გარეშე. რადგან ფქვილზე თუ გავაბრტყელებთ, ფუნჩულეზე მისი ნაწილები დარჩება და მომზადების დროს შეიძლება დაიწვას.

3. დაჭერით ,,ძეხვი” 2-3 სანტიმეტრი სიგრძის ნაჭრბად და მოამგრგვალეთ ისინი ბურთებად.

4. ჩაასხით ზეთი ტაფაში, გააცხელეთ ის და შეწვით ბურულები ყველა მხრიდან, ოღონდ არა მაღალ ცეცხლზე. მაღალ ცეცხლზე ფუნჩულები დაიწვება გარედან, ხოლო შიგნიდან დარჩება უმი.

5. სურვილის მიხედვით ფუნჩულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

6. ფაფუკი ფუნჩულები შედედებული რძით მზად არის, გემრიელად მიირთვით!

ალბათ ყველას გვსმენია ფუნჩულების მავნებლობის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ოქროსფერი ტკბილეულის გემოს დავიწყება შეუძლებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: