მთავარი კულინარია უბნის აფთიაქშიც კი იყიდით: გთავაზობთ კალგანის ბოლქვების სასარგებლო თვისებებს, ხვალვე შეიძენთ.

უბნის აფთიაქშიც კი იყიდით: გთავაზობთ კალგანის ბოლქვების სასარგებლო თვისებებს, ხვალვე შეიძენთ.

by Keti

კალგანი იგივე გალანგარი ტროპიკული მცენარეა თეთრი ყვავილებით, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან. იგი იმბირის ანუ ჯინჯერის მონათესავეა. კალგანის ფესვებს მძლავრი განტოტება აქვს, მისი ფერებია ღია ყვითელიდან მოწითალო შეფერილობამდე. სწორედ ისინი გამოიყენება სამკურნალო მიზნებისთვის და კულინარიაში.

კალგანის ფესვს ასევე უწოდებენ ტაილანდურ ჯინჯერს. მისი ფესვი უფრო მაგარია და ბოჭკოვანი, ვიდრე ჯინჯერის და მისი გახეხვა გაცილებით რთულია. კალგანის გემოც უფრო მკვეთრია და იმბირისგან გამოირჩევა მსუვუქი ციტრუსის გემოთი. უკალგანოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ტაილანდური სამზარეულო.

კალგანის სამკურნალო თვისებები:

ის შეიცავს უჯრედისს, მინერალებს, კერძოდ რკინას, თუთიას, ნატრიუმს. ასევე A და C ვიტამინებს, ფლავონიდებს, მდიდარია კატეხინებით, რომლებიც მძლავრი ანტიოქსიდანტებია. ის ამაგრებს იმუნურ სისტემას, ახდენს ნაწლავებში ჩირქოვანი პროცესების პროფილაქტიკას, კურნავს დიზენტერია. კალგანი ხსნის საჭმლის მომნელებელი ორგანოების სპაზმს.

რითია სასარგებლო კალგანი?

1. ხელს  უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს ღებინებას, მეტეორიზმს, დისპეპსიას. მისი შემცველი პრეპარატები ებრძვის კუჭის წყლულსა და კუჭის ანთებას.

2. კალგანის ფლავონიდები ამცირებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

3. ის სასარგებლოა აგრეთვე ანგინისა და ზემოსასუნთქი გზების ინფექციის დროს. მოწამვლის დროს და შარდის გამომყოფი სისტემის ანთებისას.

4. შველის კანის დაავადებებს, სებორეას, ეგზემას, სოკოს.

5. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

6. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

7. განამტკიცბს იმუნურ სისტემას.

8. მას შეიცავს ბალახოვანი და ჰომეოპათიური პრეპარატები. ასევე საშუალებები, რომლებიც თავიდან გვაცილებს პირიდან უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.

როგორ გამოვიყენოთ კალგანი?

ისმის კითხვა – რა შეიძლება დამზადდეს კალგანისგან გემრიელი და სასიამოვნო? მისი ფესვის დასაჭრელად დაგჭირდებათ მკვეთრი დანა, რადგან ძალიან მკვრივია. კალგანის ფესვი კერძებს აძლევს ტკბილ-მწარე, მატონიზირებელ და გამაჯანსაღებელ გემოს. ამბობენ, რომ კალგანი იწვევს დამოკიდებულებასაც და სულ ჩნდება სურვილი, რომ დავამატოთ სხვადასხვა კერძს.

ყველაზე მეტად ტაილანდური იმბირი/ჯინჯერი კომბინაციაში მოდის ლიმონთან, თამარინდთან, სურნელოვან პილპილთან, ნიორთან. კალგანის ფხვნილს ამატებენ ფრინველის ხორცს, თევზს, სხვადასხვა სუფებსა და სოუზებში. ყველაზე ცნობილი კერძი კალგანის მონაწილეობით არის იხვი ,,ბებეკ ბეტულუ” ანუ მოთუშული ბალინური იხვი.

სარგებლობა კანისა და თმისთვის

კალგანის ფესვი ასევე გამოიყენება კანის დაავადებების დროს, შეიცავს რა 40 ანტიოქსიდანტს, ის იცავს კანს დაბერებისგან. არის კარგი საშუალება დამწვრობის სამკურნალოდ. იყენებენ აკნეს სამკურნალოდაც. კალგანის წვენისა და ჟოჟობას ზეთის ნარევი თავის კანში შეზელვისას აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

შველის თმის ცვენას, სიმშრალეს და მტვრევადობას. ქერტლისგან სამკურნალოდ საჭიროა მოხარშული კალგანის ფესვი გავხეხოთ, ავურიოთ ლიმნის წვენთან და დავამატოთ ზეითუნის ზეთი.

სიცივეების სეზონის დაწყება ნუ შეგაშინებთ, არ არის აუცილებელი აფთიაქში სირბილი, გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები სხვადასხვა პროფილაქტიკისთვს. კალგანი ნაყენი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მთელი რიგი პრობლემების დასაძლევად და თავშივე აღმოსაფხვრელად.