მთავარი ფილმები ეს ფილმები რამდენჯერმე გაქვთ ნანახი, მაგრამ არამგონია ეს შეცდომები შეგემჩნიათ

ეს ფილმები რამდენჯერმე გაქვთ ნანახი, მაგრამ არამგონია ეს შეცდომები შეგემჩნიათ

by guramus
1. მწვანე მილი

ჰოლივუდის ისტორიაში უსამართლო სიკვდილის სცენების ყურების დროს მაყურებელი ემოციებს ვერ მალავს და ეს ფილმიც სწორედ ასეთივე ემოციურია, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ფილმი გადაღებულია 1935 წელს, ხოლო ელექტრო სკამი, რომელიც ფილმშია გამოყენებული 1941 წელს გამოიგონეს.

2. მამაცი გული

შოტლანდიელი მებრძოლის უილიამ ვოლასის ტანისამოსი „მამაც გულში“, წარმოგვიდგენს ტრადიციულ ტანისამოსს, რომელიც მე-18 საუკუნეში გამოჩნდა, ფილმის სიუჟეტი კი მე-13 საუკუნეში ვითარდება.

3. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

ჯოან როლინგი თავის წიგნში ჰარი პოტერზე საუბრისას ახსენებს, რომ მას აქვს მწვანე თვალები, დედამისის მსგავსად. ფილმშიც მსგავსად არის აღწერილი, თუმცა ჰარის დედა ყავისფერი თვალებით გვევლინება..

4. ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

ტრილოგიის ფინალურ ნაწილში, ფროდო რომელიც უზარმაზარმა ობობამ მოწამლა, სემმა გადაარჩინა. როცა ფროდო გაჭედილი იყო, ის ვერ ახელდა თვალებს. ამ დროს კი ობობის ქსელი მის სახეს არც შეხებია.

5. ფორესთ გამპი

ფილმში ფორესტმა წერილი მიიღო ეფლის კომპანიით. ეფლის დაარსების დღეა 1976 წლის 1 აპრილი, წერილის გამოქვეყენების 23 სექტემბერი.

6. კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრული

მეკობრეების მესამე ნაწილში კაპიტანი ბარბოსა და ელიზაბეტ სვონი გუნდთან ერთად სინგაპურში მიემგზავრებიან. ფილმის მოქმედება მე-18 საუკუნეში ხდება, ხოლო თანამედროვე სინგაპური 1819 წელსაა ცნობილი.

7. ტროა

შემქმნელები ფიქრობდნენ, რომ ბერძნებს ესაჭიროებოდათ საჰაერო დახმარება და მაყურებლები იმდენად მოიხიბლებოდნენ ბრედ პიტის შარმით, რომ ვერც კი შეამჩნდევდნენ ამას.

8. სამეფო კარის თამაშები

როგორც ცნობილია სერიალში, მებრძოლები, რომლებიც მზად არიან თავი შესწირონ მათ დედოფალს დეინერისს, არ აქვთ უფლება ურთიერთობა ჰქონდეთ ქალებთან. სურათზე კი თქვენ ხედავთ გაპარულ შეცდომას, როდესაც ერთ-ერთი მათგანს თითზე ბეჭედი უკეთია.

9. ჯანგო

ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჯეიმი ფოქსს უკეთია სათვალე, რომელიც დღესაც ძალიან მოდურია. ფილმის მოქმედება 1858 წელს ვითარდება, ხოლო პირველი სათვალე 1929 წელს იქნა გაყიდული ამერიკაში.

10. კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი

ამ სუპერგმირის ფილმში არის სცენა, სადაც ადამიან ობობას უჭირავს კაპიტანი ამერიკას ფარი და ობობას ქსელის მაგივრად იყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: