მთელი მსოფლიო დიდი ხანია საუბრობს ბროკოლის სასარგებლო თვისებებზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იჭმევა მისი არამხოლოდ ყვავილედი, არამედ სხვა ნაწილებიც.
ბროკოლის სასარგებლო თვისებები:
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბროკოლს აქვს სამკურნალო თვისებები. ეს განპირობებულია, მაგალითად, მასში კალიუმის არსებობით, რომელიც არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. რკინა ხელს უწყობს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, იოდი კი – არეგულირებს ფარისებრი ჯირვლის ფუნქციონირებას.
ჩვენ ვიყენებთ ბროკოლის მხოლოდ ყვავილებს, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა მისი ღეროები და ფოთლები. მაგალითად, 30 გრამი ბროკოლის ფოთოლი შეიცავს C ვიტამინის დღიური ნორმის ნახევარს და A ვიტამინის ნორმის მესამედს.
ღეროებში არის დიდი რაოდენობით სულფორაფანი – ნივთიერება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და კიბოს უჯრედების წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტი.
როგორ გამოვიყენოთ ღეროები?
ყვავილედისგან განსხვავებით, ის უხეშია და დაფარულია მაგარი კანით, რომელიც მომზადების წინ აუცილებლად უნდა მოსცილდეს. ბროკოლის ღეროებს მოტკბო გემო აქვს და ისინი ბოჭკოვანია.
არსებობს რამდენიმე რჩევა მის მოსამზადებლად:
- კანი სჯობს მოვაცალოთ ბოსტნეულის საფცქვნელით
- გამოცხობის წინ ღეროებს მოასხით ზეთი
- უკეთესია მათი მომზადება ორთქლზე
- რაგუს მოსამზადებლად ღეროებს მაკრატლით ჭრიან და წინასწარ ხარშავენ
ღეროებით მომზადებული კერძები საუკეთესოა მათთვის, ვინც დიეტაზე ზის, რადგან ისინი შეიცავენ მცირე რაოდენობით კალორიას და ბევრ ცილას. ერთ-ერთი მათგანია ღეროებისგან მომზადებული სალათა. მისი მომზადებისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
1. ერთი თავი ბროკოლი,
2. ერთი ძირი ნიახური
3.ერთი ვაშლი
4. ორი კბილი ნიორი
5. ორი ცალი დამარინადებული კიტრი
ყველა ინგრედიენტი გახეხეთ სახეხზე, ნიორი გაჭყლიტეთ საჭყლეტით. მაიონეზის, არაჟნის და მდოგვის თანაბარი რაოდენობები შეურიეთ ერთმანეთს და მოამზადეთ სოუსი, აურიეთ მასში ბოსტნეული, პილპილი და მარილი დაუმატეთ გემოვნებით. ასეთი გარნირი კარგად მოუხდება ნებისმიერ ხორცის კერძს.
როგორ გამოვიყენოთ ფოთლები?
ყველაზე გაჯერებული და მწარე ფოთლები უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის. ის ფერმენტები, რომლებსაც ასეთი ფოთლები შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას.
იმისათვის, რათა ფოთლებს მოვაცილოთ მწარე გემო, დამდუღრეთ ისინი მდუღარე წყლით. მიღებული მწვანილი სასიამოვნო იქნება სალათებისთვის.მათ აგრეთვე იყენებენ კიტრის დამარინადებისთვის, ამატებენ ცხელ კერძებში სანელებლის სახით.
ყველაზე მარტივი გზა ბროკოლის ფოთლების მოსამზადებლად არის შემდეგი: მოშუშეთ კარაქში წვრილად დაჭრილ ხახვთან და გახეხილ სტაფილოსთან ერთად. მართლაც ძალიან გემრიელია!
იკვებეთ ჯანმრთელად და გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებს!