მთავარი კულინარია ეს ორცხობილები ბავშვებს გავუკეთე და სკოლაში გავატანე წასახემსებლად, მას შემდეგ ყოველდღე მთხოვენ ახლის გამოცხობას

ეს ორცხობილები ბავშვებს გავუკეთე და სკოლაში გავატანე წასახემსებლად, მას შემდეგ ყოველდღე მთხოვენ ახლის გამოცხობას

by Keti

დესერტის გარეშე ჩვენი რაციონი წარმოუდგენელია, რაც არ უნდა ვეცადოთ, რთულია ტკბილეულისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ბავშვები გყავთ. ამიტომ, რათა თავიდან ავირიდოთ მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულის მავნებლობა, ჩვენ გთავაზობთ ორცხობილის სწრაფი და მარტივი მომზადების რამდენიმე რეცეპტს:

ორცხობილა 15 წუთში:

ქოქოსის ორცხობილა:

ქოქოსი ნოყიერი კაკლეულია, რომელიც გამოირჩევა ნაზი და სასიამოვნო არომატით.

ინგრედიენტები:

100 გრამი ფქვილი

100 გრამი შაქარი

200 გრამი ქოქოსის ფანტელები

2 კვერცხი

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება:

  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
  2. დაამატეთ ქოქოსის ფანტელი, აურიეთ.
  3. ჩაყარეთ ფქვილში გამაფხვიერებელი და კვლავ აურიეთ.
  4. შედგით ცომი მაცივარში ნახევარი საათის მანძილზე.
  5. დაისველეთ ხელები წყლით და გააკეთეთ ცომისგან ორცხობილები.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით.

ვაშლის ორცხობილა:

მრავალი ჯიშის ვაშლის შეძენაა ხელმისაწვდომი. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და მოამზადეთ შესანიშნავი დესერტი ჩაისთან მისაყოლებლად.

ინგრედიენტები:

120 გრამი შაქარი

2 გრამი ვანილი

4 კვერცხი

200 გრამი მარგარინი

500 გრამი ფქვილი

3 ვაშლი

10 გრამი გამაფხვიერებელი

მომზადება:

  1. აურიეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან, დაამატეთ გამდნარი მარგარინი, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ გამაფხვიერებელში არეული ფქვილი. აუირეთ ყველაფერი გულმოდგინედ.
  2. გაფცქვენით ვაშლები, დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ცომში.
  3. საცხობ ფორმას დაუფინეთ ქაღალდი, დააწყეთ მასზე კოვზით პატარა ცომის ბურთულები.
  4. შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 10-15 წუთით (ოქროსფრამდე).

შინაური ქერის ორცხობილა

ეს დესერტი ბავშვობას გვახსენებს, როცა მოუთმენლად ველოდით დედის მოტანილ შესანიშნავ ორცხობილას. სცადეთ თავადაც შვილების განებივრება.

ინგრედიენტები:

100 გრამი ნაღების კარაქი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

1 ჭიქა ქერის ფანტელები

1 ჭიქა ფქვილი

ნიგოზი – გემოვნებით

მშრალი ხილი (ჩირი) – გემოვნებით

მომზადება:

  1. ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქართან ერთად
  2. ათქვიფეთ ის მიქსერით ერთგვაროცანი მასის მიღებამდე.
  3. დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.
  4. ჩაყარეთ ქერის ფანტელები და კვლავ აურიეთ.
  5. გემოვნებით დაამატეთ ნიგოზი და ხილის ჩირი (არაუმეტეს 2 ჭიქისა). ყველაფერი კარგად აურიეთ, დაამატეთ ფქვილი.
  6. მიღებული მასიდან გააკეთეთ ბურთულები, ამოავლეთ ფქვილში და მიეცით ფორმა.
  7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, მოუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი, ჩააწყეთ ორცხობილები 200 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით.

რძიანი ორცხობილები

ამ დესერტით გვანებივრებდა ბებია არდადეგებზე. ძალიან გემრიელებია!

ინგრედიენტები:

400 გრამი ფქვილი

200 გრამი შაქარი

100 გრამი ნაღების კარაქი

1 კვერცხი

80 მილილიტრი რძე

ნახევარი ჩაის კოვზი ამაფხვიერებელი

მომზადება:

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან, დაამატეთ კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი და აურიეთ.
  2. დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ელასტიური ცომი.
  3. გააბრტყელეთ ცომი 7-10 მილიმეტრი ფირფიტების სახით.
  4. ტარტალეტკის ფორმებით ამოჭერით ცომი.
  5. დააფინეთ ფორმას ქაღალდი და შედგით 180 გრადუსამდე გამთბარ ქურაში 15 წუთით.

ბანანის ორცხობილა:

ბანანი ნოყიერი ხილია, ამიტომ მისი ნამცხვრის წაღება სამსახურშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

2 ბანანი

1 ჭიქა ჰერკულესი

ნიგოზი გემოვნებით

ქიშმიში გემოვნებით

მომზადება:

  1. აურიეთ ბანანი ჰერკულესში, დაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში.
  2. გააბრტყელეთ ფირფიტები 1 სანტიმეტრის სისქეზე, დაჭერით პატარა კვადრატებად.
  3. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთით.

ორცხობილა ,,მადლენი”

თუნდაც ერთხელ მოამზადეთ ეს დესერტი და ბავშვები ყოველდღე მოგთხოვენ მათ.

ინგრედენტები:

120 გრამი ფქვილი

2 კვერცხი

80 გრამი შაქარი

90 გრამი ნაღების კარაქი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. ცოტათი გაადნეთ კარაქი, ჩაამატეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ.
  2. ჩაამატეთ ფქვილი და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ.
  3. მიეცით ცომს სასურველი ფორმა.
  4. გამოაცხეთ 190-200 გრადუსზე 12-15 წუთით.

ეს ორცხობილები გამოირჩევა მომზადების სიჩქარითა და მინიმალური ინგრედიენტებით. ბედნიერებისთვის კი მცირედიც საკმარისია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: