გასულ კვირას დამირეკა ჩემმა დამ, რომელიც ძალიან ცუდ ხასიათზე იყო – პრობლემები სამსახურში, მეუღლესთან, ბავშვის ჭირვეულობა… მალე ახალი წელია, სადღესასწაულო განწყობა კი მას საერთოდ არ აქვს.
იმავე საღამოს ვიყიდე ქაღალდების დიდი შეკვრა და ვესტუმრე ჩემს დას. გემრიელად ვივახშმეთ და შემდეგ დავსვი ჩემი და, მისი მეუღლე და ბავშვები საწერ მაგიდასთან და თითოეულს მივეცი ორ-ორი ფურცელი და მაკრატელი.
როგორ ამოვჭრათ ქაღალდიდან ფიფქები სწორად?
ყველამ ერთად დავიწყეთ საახალწლო მორთულობის შექმნა სახლისთვის. ფიფქების გამოჭრა რთული სულ არ არის. სულ ხუთი წუთი – და სილამაზე მზადაა.
სცადეთ თქვენც ილუსტაციები მიხედვით. ან შეგიძლიათ ჩართოთ საკუთარი ფანტაზიაც.
იცით თუ არა, რომ ხელსაქმეს სასწაულების მოხდენა შეუძლია, იმიტომ რომ ერთი საათის შემდეგ მთელი ოჯახი ანათებდა ბედნიერებისგან – ისინი საკუთარი ნაკეთობებით რთავდნენ სახლს.
გგონიათ, ამ ფიფქებით მხოლოდ ნაძვის ხეს და ფანჯრებს რთავენ? მოსინჯეთ სხვა იდეებიც!
- ქაღალდის ფიფქების დახმარებით შესაძლოა ყველაზე ვიწრო დერეფნის გარდაქმნა ზღაპრულ, ყინულოვან გამოქვაბულად.
- საინტერესო გადაწყვეტაა მაგიდის საახალწლო დეკორით მორთვა.
- თუკი სადღესასწაულოდ გაალამაზებთ ფანჯრებს და კარებს – მხოლოდ ასე უნდა ქნათ ეს!
4. შესაძლოა ფიფქებით აი ასეთი მოდური გირლიანდის დამზადება!
5. თუკი გარეთ საერთოდ არ თოვს, სავსებით შესაძლებელია, ნამდვილი ფიფქთაცვენის მოწყობა სახლში.
6. ფიფქებით შეიძლება მთელი სახლის მორთვა!
როცა შენი სული მიისწრაფვის შემოქმედებისაკენ, ამისთვის დროს თავისთავად პოულობ.
როგორც ხედავთ, ბინაში თეთრი ზამთრის ზღაპრის ატმოსფეროს შექმნა სულ არ არის რთული, თანაც თუ ამ შემოქმედებით პროცესში ჩართავთ ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით ბავშვებს, თქვენ ნამდვილად მიიღებთ დადებითი ემოციების ზღვას, როგორც მუშაობის დროს, ასევე მიღებული შედეგის წყალობით.
თამამად დაიწყეთ თქვენი განუმეორებელი საახალწლო დეკორის შექმნა. გისურვებთ შესანიშნავ დღესასწაულებს.
არ დაგავიწყდეთ ინსტრუქციების გაზიარება მეგობრებისთვის!