მთავარი საკითხავი მძიმეწონიანმა მამაკაცმა 10 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ვარჯიში დაიწყო. შედეგი თქვენ შეაფასეთ.

მძიმეწონიანმა მამაკაცმა 10 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ვარჯიში დაიწყო. შედეგი თქვენ შეაფასეთ.

by guramus

ნიკოლასს წონის გამო თასმების შეკვრაც კი უჭირდა. ერთ საღამოს მან ზედმეტი ხის ნაჭრებისგან საკუთარ თავს სკამი დაუმზადა, რათა მასზე ჩამოჯდომით უფრო მარტივად შეეკრა ფეხსაცმლის თასმები. მეორე დღეს როდესაც მართლაც ჩამოჯდა ამ სკამზე და ჩვეული რუტინის შესრულებას შეუდგა, უეცრად ტირილი დაიწყო. იგი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა.

მან გააცნობიერა, რომ მისი ჩაცმის სტილი რომელიც ფართო ტანსაცმელს მოიცავდა, მხოლოდ მოდური გემოვნებით არ იყო გამოწვეული. იგი მიხვდა, რომ მისი ცხოვრების წესი საერთოდ არ იყო ჯანსაღი და თავს იტყუებდა მაშინ, როდესაც თვლიდა რომ ცხელი ამინდის გამო უჭირდა ბევრი მოძრაობა.ნიკოლასმა გაიაზრა რომ იგი მსუქანი იყო და სწორედ ამიტომ უწევდა ზედმეტად დიდი სამოსის ტარება.

“მე არ დავნებდი. გადავწყვიტე რომ ერთხელ და სამუდამოდ შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს ჩემ სასარგებლოდ და ჩემი ცოლის სასარგებლოდაც უნდა გამეკეთებინა. არა შემდეგი კვირიდან, არა შემდეგი ორშაბათიდან, არამედ იმ წუთიდან, როდესაც ეს გავიაზრე. ვიცოდი რომ 10 წლიანი უსაქმურობის გამოსწორება ერთ დღეში შეუძლებელი იყო, თუმცა ეს პროცესი უნდა დამეწყო”

ნიკოლასი მიხვდა, რომ არ არსებობდა ისეთი სასწაული, რომელიც მას ერთ ღამეში დაუბრუნებდა სასურველ მდგომარეობას. მისი აზრით აზრი არ ჰქონდა რადიკალურ დიეტებს, რადგან ეს მხოლოდ სწრაფი მაგრამ დროებით გამოსავალი იყო. ამიტომ მან მცირე ნაბიჯებით გადაწყვიტა ცხოვრების სტილის შეცვლა.

” თავიდან იმით დავიწყე, რომ სწრაფი კვების პროდუქტების ჭამა შევწყვიტე. შემდეგ ჩვევად დავისახე რომ კვირაში სამჯერ მცირე დროით მევარჯიშა. შემდეგ ვეცადე რომ მხოლოდ სახლში მომზადებული საკვები მეჭამა, რომელსაც შაქარი არ ჰქონდა. ახალი წლის გავლის შემდეგ ძალიან გავოცდი, როდესაც აღმოვაჩინე რომ 10 კილო მქონდა დაკლებული ”

” ამის გამო გადავწყვიტე ბრძოლა გამეგრძელებინა. დავიწყე კალორიების თვლა, ყოველკვირეული პროგრესის ჩაწერა და რაციონიდან გაზიანი სასმელების ამოღება. თუ რომელიმე კვირა უშედეგოდ ჩაივლიდა, ახალ კვირაში რაიმე ახალს ვაკეთებდი, რათა განვითარების დინამიკა არ დამეკარგა ”

” თავიდან ეს უბრალოდ წონის დაკლებას ეხებოდა, რიცხვებს სასწორზე. თუმცა თვეების გასვლასთან ერთად ჩემი თავის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგე. გავიაზრე რომ ჩემი ჭარბწონიანობა საკუთარი თავის იგნორის შედეგი იყო. ვისწავლე რომ არანაირი მიზეზისთვის არ უნდა მიმექცია ყურადღება, რადგან ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმართულ გზაზე მხოლოდ ჩემი ხასიათი და არჩევანი იყო წინაღობა, რომელიც უნდა გადამელახა ”

” ამ მოგზაურობის დროს უამრავი ახალი რამ შევიძინე. 70 კილოს დაკლების შემდეგ ახალი სამოსი მჭირდებოდა, ჩემი საქორწილო სამოსი უკვე აღარ მერგებოდა და ახალი სათვალის ყიდვაც კი დამჭირდა ”

” ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური წინსვლა. მთავარი იყო ის, რომ ყოვლედღიური ცხოვრების სიხარული დამიბრუნდა. მომემატა თვითშეფასება და თავისუფლად შევძელი ჩემი ძმის ქორწილში სიტყვით გამოვსულიყავი. აღარ ვიმალებოდი ფოტოების გადაღებისგან და ჩემ ცოლშვილს როგორც ნამდვილი მამაკაცი, ისე წარმოვედგინე. თანაც თასმების შეკვრა ნებისმიერ დროს შემეძლო ”

სწორედ ასეთი განვითარების გამო, ნიკოლასი ამ პროცესს წონის კლების მაგივრად ცხოვრებისეული ღირებულების შეძენის პროცესად აღიქვავს. იგი აღივსო ახალი შემართებითა და რწმენით, ასევე ბედნიერებითაც, რაც მას ამ განვლილმა გამოცდილებამ შესძინა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: