მანდარინის ქერქებს 7 დღე ვინახავ მინის ქილაში. მიზეზს რომ გაიგებთ თქვენც შეწყვიტავთ ნაგავში გადაყრას.

როგორც აღმოჩნდა, მანდარინის ქერქში არსებული ფიტონციდები და ეთერზეთები არამხოლოდ გუნება-განწყობას ამაღლებენ, ასევე გვეხმარებიან სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში.

მანდარინის ქერქი:

მანდარინის გამხმარი ცედრის მხოლოდ ექვსი გრამი 14%-ით აკმაყოფილებს C ვიტამინის დღიურ ნორმას. ბეტა კაროტინის შემცველობის გამო მანდარინის ქერქი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მასში არსებული ფლავონიდები იცავს ორგანიზმს ანთებებისა და ვირუსებისგან.

მწიფე მანდარინის ქერქისგან მიღებული ეთერზეთების არომატი ხსნის გადაღლას, აქრობს გაღიზიანების გრძნობას, ვინაიდან ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასევე ისინი აუმჯობესებენ კანის ფერს, ტონუსში მოჰყავთ ის და ახდენენ ნაოჭების გაჩენის პრევენციას.

მომზადებამდე მანდარინი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით ღრმა ჯამში. მხოლოდ კარგად გასუფთავებული და შემდეგ მოხარშული ქერქი შეძლებს სარგებლის მოტანას.

შვიდი დაავადება, რომელსაც მანდარინის ქერქი შველის:

1. ბრონხიტი – აიღეთ სამი სუფრის კოვზი მანდარინის ქერქი, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ რამდენიმე საათი, შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღის განმავლობაში.

2. მშრალი ხველა – ერთი მანდარინის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და დადგით ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში. მიიღეთ ოცი წვეთი სამჯერ დღეში, ჭამის წინ.

3. სურდო – ორი-სამი მანდარინის ქერქი მოათავსეთ მდუღარე წყლით სავსე ჯამში, ორი წუთის შემდეგ დაიწყეთ ორთქლის სუნთქვა ათი წუთის განმავლობაში.

4. დიაბეტი – სამი მანდარინის ქერქი ადუღეთ ათი წუთი განმავლობაში ერთ ლიტრ წყალში (ნახარში გადაწურვას არ საჭიროებს). მოათავსეთ მაცივარში და მიიღეთ ყოველდღიურად, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ.

5. კიბოს პროფილაქტიკა – ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ადამიანები რომლებიც იყენებენ შავ ჩაის მანდარინის ან ფორთოხლის შავ ქერქთან ერთად, 50-70%-ით უმცირდებათ კანის კიბოს დაავადებების განვითარების რისკი.

6. საჭმლის მონელების გაუმჯობესება – მანდარინის ქერქები ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს მადას და მონელებას. მშრალი ქერქები დაფქვით და დაამატეთ სალათებს, ფაფას, ხაჭოს და სხვა პროდუქტებს. ეს დაგეხმარებათ მეტეორიზმის თავიდან არიდებაში.

7. სოკოს თავიდან აცილება – უბრალოდ გაიწმინდეთ ხელისა და ფეხის ფრჩხილები ახალი მანდარინის ქერქით დღეში ორჯერ. სოკო მალე გაქრება.

ჩვენ უკვე ვნახეთ რა სარგებლობა მოაქვს მანდარინის ქერქს, მაგრამ ციტრუსები და, შესაბამისად, მანდარინიც, შეიძლება იყოს მძლავრი ალერგენი. მათი ბოროტად გამოყენება უარყოფითად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, ამიტომ ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის წყლული ან ქოლეცისტიტი, სჯობს მოერიდონ მანდარინისა და, ზოგადად, ციტრუსების გამოყენებას.

სამწუხაროდ, დახლებზე ხშირად გვხვდება მანდარინი, რომელსაც არასწორად ინახავდნენ ან ამუშავებედნენ მავნე ნივთიერებებით. ამიტომ მისი კარგად გარეცხვა ყოველთვის აუცილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

განიკურნეთ ოსტეოქონდროზისგან სამუდამოდ, მარილები ქრება 2 დღეში


  მსგავსი სიახლეები

  კომენტარები