მთავარი რჩევები მხოლოდ ერთი კოვზია საჭირო. გაიწმინდეთ ღვიძლი და აღადგინეთ მისი ფუნქციონირება.

მხოლოდ ერთი კოვზია საჭირო. გაიწმინდეთ ღვიძლი და აღადგინეთ მისი ფუნქციონირება.

by Keti

ღვიძლი ორგანიზმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა და ერთადერთი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას. თუმცა, თუ მას არ მივაქცევთ ყურადღებას, დაზიანდება მასზე დამოკიდებული სხვა ორგანოებიც, რაც, ცხადია, დარტყმას მიაყენებს მთელ ორგანიზმს.

ადამიანთა უმრავლესობა ამბობს: ‘’მე ღვიძლი არ მტკივა’’ და ეს მართალია, რადგან ღვიძლმა ციროზის დროსაც კი არ იცის ტკივილი, რადგან მასში არ არის ნერვული დაბოლოებები. ჩვენ ვგრძნობთ მხოლოდ სიმძიმეს და დისკომფორტს, როდესაც გადიდებული ღვიძლი აწვება მეზობელ ორგანოებს.

ღვიძლის წმენდა სახლის პირობებში:

თუ გაწუხებთ ჭამის შემდეგ სიმძიმე, ტკივილი გვერდში, სისუსტე, ქოშინი, მაშინ დროა გაიწმინდოთ ღვიძლი!

ამის გაკეთება უმჯობესია მოსავლის აღებისთანავე, რადგან ამ დროს ჭარხალი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს. ეცადეთ გამოიყენოთ საკუთარ ნაკვეთში მოწეული მოსავალი, სადაც გამოყენებული არ იქნება სასუქი და ქიმიკატები.

ინგრედიენტები

1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი

ნახევარი ჭიქა ქიშმიში

1 ლიმნის წვენი

2 ჭიქა წყალი

მომზადება

1. გაფცქვენით და დაჭერით ჭარხალი წვრილ კუბიკებად.

2. ჩაასხით ქვაბში წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ჩაყარეთ ქვაბში ჭარხალი და ქიშმიში.

3. გამორთეთ ცეცხლი, ქვაბს დაახურეთ ხუფი, დატოვეთ ასე 45-60 წთ.

4. გაგრილებული ნარევი ჩაასხით ბლენდერში და დაუმატეთ ლიმნის წვენი.

5. გათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე და მიღებული პროდუქტი გაწურეთ მარლაში.

6. ბუნებრივი ელექსირი ღვიძლისთვის მზადაა.

ამ საშუალების მიღება რეკომენდირებულია დღეში 2- ჯერ 200-200 მლ რაოდენობით – დილით უზმოზე და სადილის წინ.

დეტოკსიკაციის დღეს შეგიძლიათ მიირთვათ კარგად მოხარშული ფაფები უმარილოდ და უშაქროდ. თვითონ ნახარშის დამარილება ან მისი შეზავება რაიმე სანელებლით არ შეიძლება.გამწმენდი პროცედურა სჯობს ჩაიტაროთ დასვენების დღეს, რადგან ჭარხალს აქვს გამოხატული შარდმდენი მოქმედება.

უკუჩვენებები

ჭარხლის სამკურნალო თვისებების მიუხედავად, მისი საშუალებით ღვიძლის გაწმენდის დაწყებამდე , სჯობს რჩევები ჰკითხოთ ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ შემდეგ შემთხვევებში:

1. თირკმლის დაავადებები და ართრიტი – ჭარხალში არსებული მჟაუნმჟავა უკუნაჩვენებია ამ დაავადებების დროს.

2. დაქვეითებული წნევა – ჭარხლის ნაყენები დაბლა სწევენ წნევის მაჩვენებლებს, რაც უარყოფითად აისახება ჰიპოტონიკების მდგომარეობაზე.

3. სისხლში შაქრის მაღალი დონე – ჭარხალში ბევრი შაქარია, რამაც შეიძლება გაზარდოს დიაბეტის რისკი.

ღვიძლის გაწმენდა ხალხური საშუალებებით არ არის პანაცეა. ის რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ღვიძლის დაავადებების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია ცხოვრების ნირის შეცვლა: საჭიროა წონის კლება,  საკვებში ცხიმების რაოდენობის  შემცირება და რაც ყველაზე მთავარია, მეტი მოძრაობა!