მთავარი რჩევები როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?

როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?

by guramus

დეპრესია სახიფათო დაავადებაა. მას მოაქვს ცუდი განწყობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანი იტანჯება დეპრესიით და ეს რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ამიტომ აუცილებელია ამ პრობლემის მიმართ დროული რეაგირება და ფსიქოლოგის დახმარება.

დაღლილობა

ადამიანები რაიმე საქმის წარმართვის და მოქმედების დროს იღლებიან და ეს ჩვეულებირივი მდგომარეობაა, მაგრამ დეპრესიული ადამიანი ნებისმიერ დროს განიცდის დაღლას, უძლურებას, გამოფიტვას. დეპრესიას ასევე თან ახლავს უძილობა, მადის დაკარგვა.

 ხასიათის გაუარესება

ნებისმიერი სიტუაცია და კომუნიკაცია ასოცირდება ნეგატივთან, ამ დროს ადამიანი ამ ყველაფრის სიახლოვისგან თავს იკავებს. ისეთი რაღაცეები რაც არ არის კავშირში თქვენთან, მაინც იწვევს გაღიზიანებას. ზოგჯერ სახლიდან გასვლაც არ გინდათ, არავის დანახვა.

ინტერესის დაკარგვა  

ის მიზნები და ოცნებები რაც თქვენ ოდესღაც გქონდათ, ახლა სულ ერთი გახდა. ყველაფრის მიმართ ინტერესს კარგავთ. თქვენი თვითშეფასება ძალიან დაბლა დგას და აღარც ცდილობთ ამის გაუმჯობესებას.

შიში

ყველაფერის მიმართ ეჭვები გიჩნდებათ, ეხება ეს პირად ურთიერთობებს თუ ზოგადს, თქვენ გგონიათ რომ ყველაფერი თქვენს წინააღმდეგაა.  გეწყებათ შინაგანი პანიკა და მანია, ვერ პოულობთ შინაგან სიმშვიდეს. თუმცა საბოლოოდ ეგუებით იმ რეალობას, რომელშიც ახლა ხართ და

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დეპრესია რეალური დაავადებაა, ის ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტზე. შესაძლოა, შენ გაქვს დეპრესია, მაგრამ  არ ხარ მარტო, დეპრესია განკურნებადია.

სტრესის დაძლევის ხერხები:

1.ათიოდე წუთით განმარტოვდით, ჩამოაფარეთ ფარდები, მოიკალათეთ დივანზე და
ნელა დაითვალეთ ათამდე. ამის შემდეგ გააკეთეთ პაუზა და გონება ქვედა კიდურებისკენ მიმართეთ.შეეცადეთ, მაქსიმალურად მოადუნოთ კუნთები, ჯერ ტერფისა და წვივის, შემდეგ ბარძაყის და ასე, ვიდრე თავამდე არ მიხვალთ.

2. მაქსიმალური მოდუნებისთვის კუნთები აამუშავეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და
ტერფისა და წვივის კუნთები დაჭიმეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მოადუნეთ.თუ ფეხებში
სასიამოვნო სითბომ დაგიარათ, ესე იგი, ყველაფერს სწორად აკეთებთ.იგივე სავარჯიშო
შეასრულეთ მუცლის, მხრისა და კისრის კუნთებისთვის.

3.მღელვარებისას სუნთქვა ხშირდება. სცადეთ, შეანელოთ სუნთქვის რიტმი: ღრმად
ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამოსუნთქვას მთელი თქვენი შფოთვა და მღელვარება უნდა ამოაყოლოთ.უფრო უკეთესი იქნება, თუ წარმოსახვით ბუშტს გაბერავთ და ყველა უსიამოვნო ფიქრს მასში ჩაუშვებთ.ახლა იმაზე იფიქრეთ, რა ფერისაა ეს ბუშტი, დიდია თუ პატარა.მერე კი თქვენს პრობლემებთან ერთად ცაში გაუშვით.

4. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას ან ჩიტების ჟღურტულს.

5. ერთ ალბომში მოუყარეთ თავი ყველა იმ ფოტოსურათს, რომლებზეც თქვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთებია აღბეჭდილი. მღელვარებისას აუჩქარებლად დაათვალიერეთ ეს სურათები. აუცილებლად დამშვიდდებით.

6. საოჯახო საქმიანობა სტრესის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი გზაა. მოაწესრიგეთ
საქაღალდე, სამუშაო მაგიდა, გარდერობი, კარადა, კაბინეტი.თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები.

7. გაიკეთეთ მსუბუქი წერტილოვანი მასაჟი: იპოვეთ ცხვირის ფუძეზე მტკივნეული წერტილი და რამდენჯერმე დააჭირეთ თითი.

8. თუ ემოცია გახრჩობთ, მიეცით თავს უფლება, მისგან გათავისუფლდეთ.ურტყით ბალიშს, დახიეთ ქაღალდის ფურცლები.

9. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.

10. კარგად გამოიძინეთ. ადვილი შესაძლებელია, დილით გამოსავალი გამოჩნდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: