მთავარი რჩევები ახლა უკვე ვიცი როგორ დავუბრუნო სიქათქათე წინდებსა და მაისურებს მავნე ქიმიის გარეშე

ახლა უკვე ვიცი როგორ დავუბრუნო სიქათქათე წინდებსა და მაისურებს მავნე ქიმიის გარეშე

by Keti

თეთრი წინდები და მაისურები ვიზუალურად ისეთი ლამაზი და ნათელია, რომ ყველას ძალიან უხდება, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ შეუდარებლად სუფთებია.

გარეცხვის შემდეგ დარჩენილი მოყვითალო ლაქები ტოვებენ საკმაოდ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას, განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვის ტანსაცმელს, რადგან ისინი უფრო ხშირად და ადვილად ისვრება. ბავშვის ტანსაცმლის გათეთრება ძლიერი ქიმიური საშუალებებით, უსაფრთხო სულაც არ არის. როგორ დავუბუნოთ თეთრი ფერი ნივთებს? ამაში დაგვეხმარება ნაცადი და მარტივი ხალხური საშუალებები.

როგორ გავაქათქათოთ თეთრი ნივთები?

გამოთეთრება ბორის მჟავით:

ბორის მჟავას აფთიაქში ადვილად შეიძენთ, ის ღრმად აღწევს ქსოვილებში და არ აძლევს დარჩენის შანსს ყველაზე ძველ ლაქებსაც კი.

თქვენ დაგჭირდებათ:

ოცი გრამი ბორის მჟავა

ათი ლიტრი წყალი

გამოყენება:

1. ათ ლიტრ წყალში დაამატეთ ორი პაკეტი (ათგრამიანი) ბორის მჟავა.

2. გულმოდგინედ გახსენით, ჩაალბეთ ხსნარში ჭუჭყიანი ნივთები ორი საათის განმავლობაში.

3. ორი საათის შემდეგ ამოიღეთ ტანსაცმელი ხსნარიდან და გარეცხეთ.

გამოთეთრება კალიუმ პერმანგანატისა და სარეცხი ფხვნილის დახმარებით:

თქვენ დაგჭირდებათ:

ორასი გრამი სარეცხი ფხვნილი

ათი ლიტრი წყალი

კალიუმ პერმანგანატის რამდენიმე კრისტალი

გამოყენება:

1. ცხელი წლით სავსე ჭურჭელში დაამატეთ 200 გრამი სარეცხი ფხვნილი.

2. კალიუმ პერმანგანატის რამდენიმე კრისტალი გახსენით წყლიან ჭიქაში. წყალი უნდა გახდეს ღია ვარდისფერი.

3. აურიეთ კრისტალები სრულ გახსნამდე. ჭურჭელში კალიუმ პერმანგანატის პირდაპირ დამატება არ შეიძლება, რათა გაუხსნელმა კრისტალებმა ტანსაცმელზე ლაქები არ დატოვონ. გადაასხით კალიუმ პერმანგანატი ჭიქიდან ჭურჭელში.

4. ჩააწყვეთ ჭურჭელში უკვე გარეცხილი თეთრი ტანსაცმელი.

5. რაც შეიძლება მჭიდროს დაახურეთ ჭურჭელს პოლიეთილენის ცელოფანი და დაუცადეთ წყლის საბოლოო გაციებას. შემდეგ გულმოდგინედ გაავლეთ თეთრეული.

როგორც ხედავთ თეთრი ნივთებისთვის თვალისმომჭრელი და პირველადი სილამაზის დაბრუნება რთული არ არის. ახლა თქვენ იცით, როგორ გამოათეთრებთ ტანსაცმელს სახლის პირობებში. ამ რჩევების წყალობით ისინი დიდხანს გაგვიხარებენ თვალს იდეალური სიქათქათით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: