მთავარი რჩევები ჰიპერქიუმი შესანიშნავი მცენარეა: აი მისი სასარგებლო თვისებები

ჰიპერქიუმი შესანიშნავი მცენარეა: აი მისი სასარგებლო თვისებები

by Keti

მრავალ ჩვენგანს, განსაკუთრებით შემოდგომით, გვაქვს აუხსნელი თვისებები და გამოხატული აპათია. ამას თავისი ფიზიოლოგიური ახსნა აქვს. ჰორმონ სეროტონინის, ე.წ. ბედნიერების ჰორმონის, ნაკლებობა იწვევს ამ შეგრძნებებს, რადგან ამ ჰორმონს სინთეზისთვის სჭირდება მზის სხივები.

სეროტონინის დონის მატება ორგანიზმში და შემდგომი დეპრესიისგან ჩვენი დაცვა შეუძლია პოპულარულ ბალახეულს ჰიპერქიუმს იგივე კრაზანას.

რითია სასარგებლო კრაზანა?

ნევრალგიების დროს მისი გამოყენება დაიწყეს ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ და პარაცელსიუსმა, ანტიდეპრესანტად კი ის გამოიყენეს 1652 წელს.

კრაზანას ბოლოგიურად აქტიური ინგრედიენტი – ჰიპერიცინი – თრგუნავს სეროტონინის შთანთქმას, შესაბამისად, სისხლში მატულობს მისი კონცენტრაცია.

სეროტონინის დონის ნორმალიზებას კიდევ ერთი არცთუ ისე აშკარა შედეგი აქვს: ის გვეხმარება გახდომაში. როცა სეროტონინის რაოდენობა მცირდება ორგანიზმში, ჩვენ გვიჩნდება შიმშილის გრძნობა და პირიქით.

კრაზანას შემადგენლობაში არსებული სასარგებლო ნივთიერებები:

  1. ჰიპერიცინი – წითელი პიგმენტი. აქვს ანტისტრესული და ფსიქოტროპული მოქმედება ორგანიზმზე.
  2. აზულენი – ანტიოქსიდანტია, რომელიც ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციის უნარის მქონე ნივთიერება.
  3. კვერცეტინი – ფლავონიდია, რომელსაც აქვს დამაწყნარებელი და გამაუტკივარებელი მოქმედება.
  4. რუტინი – ვიტამინია, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

კრაზანას საშუალებით დამზადებული საშუალებები, რომლებიც დეპრესიას კურნავს:

1. კრაზანას ნაყენი

ათ გრამ გამხმარ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ნახევარი საათით. სვით ეს ნაყენი ერთი სუფრის კოვზი დღეში ექვსჯერ. აუცილებლად ჭამის შემდეგ.

აღნიშნული ნაყენი გამოიყენება არამხოლოდ დეპრესიის, არამედ ცისტიტის, კუჭის, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავდებების, თავის ტკივილის, კოლიტების და ენურეზის დროსაც.

2. კრაზანას ჩაი

ორ ჩაის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ათი წუთით, სვით ახლად დაყენებული ჩაი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, ორი ან სამი თვის მანძილზე.

3. კრაზანას ნახარში

შეურიეთ გვირილას და კრაზანას ყვავილები შეფარდებით 1:1. დაასხით მას ხუთასი მილილიტრი წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე ადუღებიდან ათი წუთის განმავლობაში. მიიღეთ სამი სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, არაუმეტეს ერთი კვირისა.

4. ზეთოვანი ნაყენი

ათი გრამი კრაზანას ყვავილი შეურიეთ ნახევარ ჭიქა ზეითუნის ზეთს, დადგით ბნელ და გრილ ადგილას 40 დღით. მიღებული ზეთოვანი ექსტრაქტი მიირთვით ერთი ჩაის კოვზი ჭამის წინ, ორი კვირის მანძილზე.

5. კრაზანას ფხვნილი უძილობის წინააღმდეგ

ეს ფხვნილი იყიდება აფთიაქებში. მიიღეთ ორი ან ოთხი გრამი ფხვვნილი დღიურად. ეს ნორმა სამ მიღებაზე  გაყავით. ეფექტი ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება.

უკუჩვენებები:

კრაზანას ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ის უკუნაჩვენებია ჰიპერტონიკებისთვის, ასევე მათთვის ვისაც მცენარის მიმარ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს, არ უნდა მიიღონ ორსულებმა. კრაზანათი მკურნალობისას საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტები.