მთავარი ასტროლოგია ინდიელთა ჰოროსკოპის მიხედვით ადამიანის სულს ამ 12 ცხოველიდან ერთერთი მფარველობს. აი, შენი მფარველი ცხოველი.

ინდიელთა ჰოროსკოპის მიხედვით ადამიანის სულს ამ 12 ცხოველიდან ერთერთი მფარველობს. აი, შენი მფარველი ცხოველი.

by Keti

აღმოჩნდა, რომ ყველასთვის ცნობილი ზოდიაქური ჰოროსკოპის გარდა არსებობს ინდიელთა ჰოროსკოპიც.

ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით:

1. თხუნელა (20.01–18.02)

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ძალიან მომთმონები, გულმოდგინენი, დისციპლინის მოყვარულები. მათი ტალანტი ყოველთვის თანხვედრაშია მათ ამბიციებთან, აქვთ შესანიშნავი თანამშრომლობის უნარი, არიან ლოიალურები.

წარმატებული დღე მათთვის სამშაბათია, რიცხვი – 19, ბედნიერი ფერი – იისფერი.

2. მგელი (19.02–20.03)

ეს პიროვნებები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, მათ უყვართ მარტო ყოფნა, თუმცა არიან ძალიან კარგი მეოჯახეებიც. უბრალოდ ისინი პირად სივრცეს საჭიროებენ, არიან პატიოსნები და გულუხვები.

ბედნიერი დღე: ხუთშაბათი. ბედნიერი რიცხვი – 3, წარმატება მოაქვს წითელ ფერს.

3. შევარდენი (21.03–19.04)

ამ ნიშნით დაბადებულთა ხასიათის მთავარი თვისებებია მიზანმიმართულობა, ძლიერი ნებისყოფა და გონებამახვილობა. არიან ძალიან ენერგიულები და შრომისმოყვარეები.

ბედნიერი რიცხვი არის – 21, დღე პარასკევი, წარმატებული ფერია – შავი.

4. თახვი (20.04–20.05)

ეს ადამიანები არიან ნაზები, მეგობრულები და კეთილმოსურნეები. უყვართ თბილი შეხვედრები და აფასებენ ახლობლებთან ურთიერთობას.

ბედნიერი დღე – ორშაბათი, რიცხვი – 18, ბედნიერი ფერი – ნაცრისფერი.

5. ირემი (21.05–20.06)

მთავარი თვისებები: ენერგიულობა, სისწრაფე, რისკიანობა, სიმამაცე. ყოველთვის აღწევენ კარიერაში სიმაღლეებს. არიან ცოტა ფეთქებადებიც.

ბედნიერი დღე – სამშაბათი, რიცხვი 11, ფერი: თეთრი

6. კოდალა (21.06–21.07)

მთავარი თვისებებია: ფიქრის უნარი, კარგი ინტუიცია, აქვთ საუკეთესო ანალიტიკური შესაძლებლობები, არიან კარგი ფსიქოლოგები.

დღე: კვირა, წარმატების რიცხვი: 29, ფერი – ბორდოსფერი (წითლის ყველა ტონი)

7. ორაგული (22.07–21.08)

მათ აქვთ კარგი გემოვნება, არიან შემოქმედები, ჭკვიანები და მოხერხებულები. აღწევენ წარმატებას ბიზნესსა და პოლიტიკაში, რადგან ხშიერად ახერხებენ სხვაზე ზეგავლენის მოხდენა.

კარგი დღე: პარასკევი, რიცხვი: 6, ფერი: ფირუზისფერი.

8. დათვი (22.08–21.09)

მათი ძლიერი თვისებებია სითამამე და მიზანმიმართულობა, არიან მკაცრები, პატივმოყვარეები. ან უკიდურესად შრომობენ, ან ზარმაცობენ, უჭირთ ოქროს შუალედის დაჭერა.

დღე: ორშაბათი, რიცხვი: 23, ფერი: ნარიჯისფერი

9. ყვავი (22.09–22.10)

გამოირჩევიან გონებამახვილობით, იუმორის კარგი გრძნობით და გულმოდგინეობით. არიან გულუხვები, მაგრამ არა მფლანგველები.

დღე: შაბათი, რიცხვი: 14, ფერი: ლურჯი და მისი ყველა ტონი

10. გველი (23.10–22.11)

საუკეთესო თვისებებია: გამჭრიახობა, სიბრძნე და ვნება. მათი თითოეული ნაბიჯი წინასწარ მოფიქრებულია, თუმცა სწრაფად მოქმედებენ, ადვილად ეგუებიან ახალ გარემოებებს.

კარგი დღე: ოთხშაბათი, რიცხვი: 9, ფერი: მწვანე

11. ბუ (23.11—21.12)

აქვთ ძალიან ამოუცნობი ბუნება, არიან ძალიან მომხიბლავები, ამბიციურები, ბევრს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან არიან ზანტები.

დღე: პარასკევი, რიცხვი: 17, ფერი: ყავისფერი

12. ბატი (22.12–19.01)

არიან დაფიქრებულები, ნაზები, მშვიდი ნატურისები, საუკეთესო მეოჯახეები, აქვთ დიდი ინტელექტუალური რესურსი.

ბედნიერი დღე: კვირა, წარმატებული რიცხვი: 12, ფერი: ყვითელი.

ეს არის ბევრისთვის უცნობი ინდური ასტროლოგიის ნიმუში. შეიძლება არ იცით, რომ სლავებსაც აქვთ თავიანთი ,,მხეცური” ჰოროსკოპი. დახასიათებათა სიზუსტე გასაოცარია.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იქნება 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ასტროლოგი ანჟელა პერლის რჩევები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: