მთავარი ფილმები 10 ფრანგული ფილმი სასიამოვნო საღამოსთვის

10 ფრანგული ფილმი სასიამოვნო საღამოსთვის

by guramus

6. ხუმრობა იქით იყოს\ DE L’AUTRE CÔTÉ DU PÉRIPH (2012)

de-l-autre-cote-du-periph

ფილმში ხუმრობა იქით იყოს საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ცოლს მკვდარს პოულობენ, შემთხვევის ადგილას მიდის პარიზის პოლიციის კაპიტანი, არაჩვეულებრივი რეპუტაციისა და პერსპექტივების მქონე ფრანსუა, რომელიც ხვდება მეორე პოლიციელს, საეჭვო ბიოგრაფიით, რომელიც მიზნის მისაღწევად არალეგალურ მეთოდებს იყენებს, თუმცა გარემოებები მათ ერთად მუშაობას აიძულებენ…


7. მიკმაქსი\ MICMACS A TIRE-LARIGOT (2015)

1
მიკმაქსი მოგვითხრობს მეგობრებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ორი, ყველაზე დიდი იარაღის მწარმოებელი გაანადგურონ. ფილმების მოყვარულ ვიდეო მაღაზიის გამყიდველ ბაზილს ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ საომარი იარაღის გამო ყველაფერი დაკარგა. მამამისი მაროკოში ნაღმზე აფეთქდა, თვითონ კი ერთ საბედისწერო ღამეს ბრმა ტყვია მოხვდა თავში და ახლა ნებიესმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. სამსახურ და სახლდაკარგული ბაზილი ქუჩაში მისეირნობდა, როდესაც შემთხვევით ციხიდან გამოსული სლამერი გაიცნო. მისი დახმარებით გაცნობილ ქუჩის ბანდის სხვა წევრებთან ერთად ბაზილი იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ შურისძიებას გეგმავს…


8. ჟოზეფინა\ Joséphine (2013)

6
ჟოზეფინა–ს ამავე სახელის მთავარი გმირი თითქმის ოცდაათისაა და მას დიდი საჯდომი აქვს, რომელიც მისი აზრით, გაუთხოვრობის მთავარი მიზეზია. მისი ერთადერთი ნუგეში არის ბრედ პიტთან ცხოვრება — ასე ჰქვია მის კატას. მის გარშემო ყველას ჰყავს მეორე ნახევარი. მას კი უწევს მოიგონოს რომანი ბრაზილიელ ქირურუგთან.
ეს პატარა ლეგენდა გადააქცევს მის ცხოვრებას დიდ თავგდასავლად ბედნიერი დასასრულით.


9. ხელშეუხებელნი\ Intouchables (2011)

5
ხელშეუხებელნი ნამდვილი ისტორიაა ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი პარალიზებული არისტოკრატია, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაშავდა და მეორე, მისი მომვლელი ახალგაზრდა კაცი.


10. განქორწინება ფრანგულად\ L’ex de ma vie (2014)

2

ფილმში განქორწინება ფრანგულად არიანი და ნინო არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი წყვილი. ისინი ცხოვრობდნენ ბედნიერად, წესების საწინააღმდეგოდ: ქორწინება ჯინსებში, საქორწილო ცერემონიალის გარეშე. ნინო – დაწყებითი სკოლის მასწავლებელია პატარა სოფელში, რომისგან მოშორებით, არიანი მოგზაურობს მსოფლიოში კონცერტებზე მევიოლინედ. ყველა კარგად არის მანამ, სანამ მათი პრინციპული განსხვავებები არ გადაფარავს მათ სიყვარულს.

წყარო: allmovies.ge

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: