მთავარი რჩევები დაივიწყეთ ჯანმრთელობის ეს 10 პრობლემა. ყოველდღე უბრალო სეირნობა თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

დაივიწყეთ ჯანმრთელობის ეს 10 პრობლემა. ყოველდღე უბრალო სეირნობა თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

by guramus

1. პოზიტიური ცვლილებები ტვინში


კვლევების მიხედვით, დაბალი დატვირთვის მქონე აერობიკული ვარჯიშები, მაგალითად სიარული, ახდენს დემენტიის და ალცჰეიმერის დაავადების პრევენციას. ასევე იგი აუმჯობესებს ზოგადად მთლიან მენტალურ მდგომარეობას. ის გვინარჩუნებს ენდორფინის მაღალ დონეს, რითაც უზრუნველყოფს სტრესის გაქრობას.

2. გაუმჯობესებული ხედვა

მიუხედავად იმისა, რომ თვალი ფეხთან დაკავშირებულ ორგანოებს შორის ყველაზე ბოლოს შეიძლება გაგვახსენდეს, სიარული მათაც რგებს. ჯანსაღი სეირნობით შესაძლოა გლაუკომაც კი განიკურნოთ, რადგან ეს თვალიდან წნევის მოხსნაში ეხმარება ორგანიზმს.

3. გულის დაავადებების რისკის შემცირება

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით სიარული სირბილზე არანაკლებ ეფექტურია გულის პრობლემების პრევენციის საკითხში. ეს აქტივობა სისხლის მაღალ წნევას ანეიტრალებს და ქოლესტეროლის დონესაც დაბლა სწევს, საერთო ჯამში კი ამით სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

4. ფილტვების გაჯანსაღება

სიარული აერობიკული ვარჯიშია, რომელიც ჟანგვადის მიწოდებას აუმჯობესებს სისხლში და თქვენს ფილტვებს ავარჯიშებს. ამ პროცესში თქვენი ეს ორგანო ძლიერდება და სწავლობს უფრო მეტი ტოქსინის განეიტრალებას ჩასუნთქულ ჰაერში.

5. პანკრეასის გაჯანსაღება

შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, თუმცა სიარული სირბილზე უფრო მეტად ამცირებს დიაბეტის გაჩენის რისკს. გამოკვლევების მიხედვით მოსიარულეთა ჯგუფმა მორბენლებზე 6–ჯერ უფრო დიდი ტოლერანტულობის მაჩვენებელი გამოავლინა გლუკოზის მიმართ.

6. გაუმჯობესებული მომნელებელი სისტემა

ყოველდღიურად 30 წუთიანი სიარული არამარტო მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს ამცირებს, არამედ მთლიანად მომნელებელი სისტების გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

7. კუნთები

კუნთების დონე და წონაში კლება შესაძლოა სიარულითაც იქნას დარეგულირებული. 10000 ნაბიჯის გავლა დღეში სავარჯიშო დარბაზის ერთ დატვირთულ სესიას უდრის. განსაკუთრებით მაშინ, თუკი დროდადრო აღმართებსაც აივლით. ასევე, ასეთი სახით ვარჯიშისას მეორე დღეს კუნთები დამწყდარი არ გაქვთ და ყოველდღე ვარჯიშში არასასიამოვნო გადაღლის შეგრძნება არ  შეგაწუხებთ.

8. ძვლების და სახსრების გაძლიერება

სიარულს შეუძლია თქვენი სახსრების მობილობის ხარისხი გაზარდოს და ასევე მოახერხოს ძვლების მასის კლების პრევენცია. ართრიტის ფედერაცია გვირჩევს დღეში მინიმუმ 30 წუთი ვიაროთ რეგულარულად, რათა სახსრებში გაჩენილი ტკივილი შევამციროთ.

9. ზურგის ტკივილის მოხსნა

სიარული ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალი შეიძლება გამოდგეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უფრო დატვირთულ ვარჯიშს სწორედ წელის ტკივილის გამო ვერ მიმართავენ. სეირნობა დაბალი დატვირთვის მქონე ვარჯიშია და არანაირ ტკივილს არ იწვევს. უფრო მეტიც, მას შეუძლია წელის არეში შექმნილი დისკომფორტი გაგიქროთ. სიარულის წყალობით გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა ხერხემლის სტრუქტის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, რაც ზურგის კუნთებს სწორი მიმართულებით განვითარებაში ეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: