მთავარი ასტროლოგია ეს 8 მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ ქალწული სამუდამოდ დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში

ეს 8 მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ ქალწული სამუდამოდ დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში

by guramus

1. ქალწულებს ესმით ის მონდომება და ძალისხმევა, რომელიც მეგობრობის შენარჩუნებისთვის იხარჯება. მათ ახსოვთ მნიშვნელოვან თარითები და სახელები საკუთარი თანამშრომლების. ისინი ფიზიკურად თქვენთან ჩნდებიან როდესაც გიჭით და ვახშამსაც კი მოგიმზადებენ.

2. მათ ყოველთვის შეუძლიათ გაითვალისწინონ საყვარელი ადამიანის ინტერესები და მუდამ ამის შესაფერის კარგ რჩევას იძლევიან. ქალწულებს გამჭრიახი გონება აქვთ და სურთ ის იმ ადამიანების დასახმარებლად ამუშაონ, რომელიც მათ აღელვებთ. თუმცა, მათ იმის გააზრებაც ადვილად შეუძლიათ, თუ როდის გჭირდებათ რჩევის მოცემა და როდის უნდა მოგისმინონ ხმის ამოუღებლად.

3. ქალწულს კარგი დაკვირვების უნარი აქვს და მარტივად შეუძლია მცირე მინიშნებების დანახვა იმის შესახებ, თუ როდის და რაში გჭირდებათ დახმარება. მათ იციან როგორია ის მომენტი, როდესაც დახმარების თხოვნა გრცხვენია, ამიტომ იდეალურად ესმით სხვა ადამიანების მათგან დახმარების თხოვნის გარეშე.

4. მათ მუდამ ახსოვთ ცხოვრების გამაუმჯობესებელი ხრიკები. მაგალითად ისინი მუდამ წინასწარ ჯავშნიან მაგიდას იმ რესტორანში, რომელიც მალე ივსება. ისინი საუკეთესოდ გეგმავენ არდადეგებს და ყოველთვის სწორ დროს გადიან რესტორნიდან, რათა ფილმს მიუსწრონ.

5. მათთვის სულიერი გამოჯანსაღება უმნიშვნელოვანესია. ისინი პირველები არიან, ვინც გირჩევთ მენტალური ჯანმრთელობის საკითხების გადახედვასა და მოვლას. ისინი ამასთან ერთად ასევე მოაყოლებენ საუკეთესო საშუალებების ვარიანტებს სახის ნიღბის გასაკეთებლად და ა.შ

6. მათ მეორე სახის ბუნებაც აქვთ, რომლის წყალობითაც მუდამ დაგეხმარებიან მტრისთვის სამაგიეროს გადახდაში. არ უნდა მოგატყუოთ ქალწულის უდარდელმა და მშვიდობიანმა იერმა. მას ყოველთვის აქვს რამდენიმე ხრიკი გადანახული იმისათვის, რომ თქვენს მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში უდიდეს წარმატებას მიგაღწევინონ.

7. ისინი ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავენ სხვების ირგვლივ სამყოფად, მათთვის მარტო ყოფნაც სრულიად მარტივი პროცესია. ისინი შესაძლოა ინტროვერტული ბუნებით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ საყვარელ ადამიანებთან გატარებულ კარგ დროს მაინც ძალიან აფასებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთან ერთად პაემანზე მიდიხართ, ან რომელიმე ფილმის მარათონს მართავთ. ბონუსად ქალწული ფულსაც საკმაოდ დაგაზოგინებთ, რადგან მათი საყვარელი გასართობები გარეთ ყოფნისას ძირითადად დაბალ ბიუჯეტს მოითხოვს.

8. თუმცა მათთან ყოფნისას თქვენ არასდროს მოიწყენთ. ისინი დიალოგის იდეალური წამყვანები არიან და მუდამ აქვთ გასართობი სალაპარაკო თემა მზად. ეს ზოდიაქოს ნიშანი მერკურის მიერ არის მართული, რომელიც კომუნიკაციისა და ენის პლანეტაა. ამის გამო ქალწულები ძალიან ინტელიგენტები არიან და უამრავი გასაოცარი ისტორიით არიან აღსავსე, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებენ და გამოცდასაც მოგიწყობენ ამ თემების ცოდნაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: