სხვადასხვა ცივ კერძს დიდი როლი უჭირავს სადღესასწაულო სუფრის გაწყობაში. სწორედ ისინი გვიქმნიან პირველ შთაბეჭდილებას სტუმრობისას. იდეალური ვარიანტია პორციებად დაყოფილი სალათის ბურთები, რომლებიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.
ამ ბურთულებისთვის საერთოა ყველის მასა.
ინგრედიენტები ყველის მასისთვის:
300 გრამი მაგარი ყველი
6 ცალი მოხარშული კვერცხი
3-4 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ყველის მასის მომზადება:
1. გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხი და ნიორი წვრილ სახეხზე.
2. დაამატეთ მაიონეზი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ყველის მასა არ უნდა იყოს არც მშრალი, არც სველი.
4. გაყავით მასა ექვს ტოლ ნაწილად.
5. ჩააწყვეთ თითოეული სხვადასხვა თასში.
6. სალათის ბურთულები ჭარხლითა და ქაშაყით:
ინგრედინტები:
2 ცალი მოხარშული ჭარხალი
ქაშაყის ფილე
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
რაიმე მწვანილი – გემოვნებით.
მომზადება:
1. გახეხეთ ჭარხალი წვრილ სახეხზე.
2. შეურიეთ ის ყველის მასა, თუ ნარევი მშრალია, დაამატეთ 1 კოვზი მაიონეზი.
3. დაჭერით ქაშაყის ფილე წვრილ კუბებად.
4. გააკეთეთ პატარა ბურთები, თითოეულის შიგნით ჩადეთ ქაშაყის კუბიკი.
5. მორთეთ ბურთები მწვანილით.
სალათის ბურთები სტაფილოთი და ნიგვზით:
ინგრედიენტები:
1 ცალი უმი სტაფილო
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
ნახევარი ჭიქა ნიგოზი
მომზადება:
1. გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე
2. შეურიეთ ის ყველის მასას.
3. გააკეთეთ პატარა ბურთები.
4. თითოეულში ჩადეთ ნიგვზის ლებნის მეოთხედი
5. შეგიძლიათ ბურთების ამოვლება დაფხვნილ ნიგოზში.
სალათის ბურთები კიტრით და წითელი თევზით:
ინგრედიენტები:
1 ახალი კიტრი
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
ერთი მესამედი ჭიქა დამარილებული წითელი თევზი.
სეზამის თესლი მოსაფრქვევად
მომზადება:
1. გაფცქვენით კიტრი და დაჭერით წვრილად.
2. წითელი თევზი დაჭერით კუბებად.
3. შეურიეთ კიტრი ყველის მასას.
4. გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩადეთ მასში თევზის კუბები.
5. მიღებული ბურთები ამოავლეთ სეზამის თესლში.
სალათის ბურთები კრაბის ჩხირებით:
ინგრედიენტები:
100 გრამი გაყინული კრაბის ჩხირი
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
მომზადება:
1. გახეხეთ სკრაბის ჩხირები სახეხზე.
2. ამ მასის ორი მესამედი შეურიეთ ყველის მასას.
3. გააკეთეთ ბურთები და ამოავლეთ დარჩენილ გახეხილ სკრაბში.
სალათის ბურთები მწვანე ხახვით და წითელი თევზით:
ინგრედიენტები:
ერთი მესამედი ჭიქა დამარილებული წითელი თევზი.
1 კონა მწვანე ხახვი
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
ხმელი ქინძი
მომზადება:
1. წითელი თევზი დაჭერით კუბებად.
2. წვრილად დაჭერით ხახვი.
3. შეურიეთ ხახვი ყველის მასას და თევზს.
4. მოამზადეთ ბურთები და ამოავლეთ ხმელ ქინძში.
სალათის ბურთები პომიდვრით და ზეთისხილით:
ინგრედიენტები:
ერთი მესამედი ჭიქა მშრალი პომიდორი
რამდენიმე უკურკო ზეთისხილი
1 სუფრის კოვზი მაიონეზი
დაფქული წიწაკა
მომზადება:
1. დაჭერით პომიდორი წვრილად
2. შეურიეთ ყველის მასას
3. გააკეთეთ ბურთები. თითოეულში ჩადეთ ზეთისხილი
4. ამოავლეთ ბურთები დაფქულ წიწაკაში
ბოსტნეულის ბურთულების მომზადებასაკმაოდ იოლია, საჭმელად მოხერხებულია და ლამაზადაც გამოიყურება. გემრიელად მიირთვით!