მთავარი გასართობი ეს 10 ფილმი დაგარწმუნებთ რომ ოჯახი ყველაზე ძვირფასია

ეს 10 ფილმი დაგარწმუნებთ რომ ოჯახი ყველაზე ძვირფასია

by guramus

About a Boy

ამ ფილმის მთავარი სლოგანია ” გაზრდას ასაკთან საერთო არაფერი აქვს” და მისი ყურებისას ამაში ნამდვილად დარწმუნდებით. ეს საკმაოდ ემოციური ნამუშევარია, რომელიც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებეზე მოგვითხრობს: სიყვარულზე, ოჯახზე და ბედნიერებაზე. ჰიუ გრანტის ორიგინალური პერსონაჟი ადვილად შეგაყვარებთ თავს და მისი თავგადასავალი პატარა ბიჭის გაცნობის შემდეგ მართლაც საინტერესო სანახავია.

Blue Valentine

ეს ფილმი ამერიკული რომანტიკული დრამაა, რომელიც გვანახებს თუ რისი გაღებაა შესაძლებელი ურთიერთობისა და ოჯახის გადასარჩენად. დაქორწინებული წყვილი დინი და სინდი ერთმანეთზე ძლიერად არიან შეყვარებულნი, თუმცა დროის გასვლის შემდეგ მათი ქორწინება ტვირთად იქცევა და ისინი ცდილობენ ეს სიტუაცია როგორმე გამოასწორონ.

The Addams Family

ეს ფანტასტიკის ჟანრის კომედიური ფილმი ამავე შინაარსის მულტფილმზეა დაფუძნებული და ადამსების ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. უცნაური თუმცა მოსიყვარულე წყვილისა და მათი უამრავი ნათესავის ყოველდღიური ცხოვრება დიდ საშიშ სასახლეში მართლაც საინტერესოდ ვითარდება. ამ წყვილი ოჯახის წევრები არიან ჯადოქრები, მკვლელები და მონსტრებიც კი. თუმცა მათ ხელს არაფერი უშლით იცხოვრონ ბედნიერად და უყვარდეთ ერთმანეთი მთელი გულით.

It’s Complicated

ეს ფილმი ძალიან მარტივი და გულღია ოჯახური ფილმია, რომელიც შთამბეჭდავი და ღრმა დიალოგებითაა სავსე. თუ გჯერათ რომ ადაიანები 50 წლის ასაკის შემდეგ სერიოზულდებიან და უფრო თავდაჭერილად აგრძელებენ ცხოვრებას, ამ ფილმის ნახვა სრულიად საპირისპიროში დაგარწმუნებთ. სასაცილო ისტორიებსაა და გენიალურ ხუმრობებს მერილ სტრიპისა და ალეკ ბოლდუინის დუეტი აცოცხლებს.

Walk in the Clouds

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა სილამაზე და სიყვარული, ჩვენი გიჟური სამყაროს გადარჩენა მართლაც შეუძლიათ. საოცარი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სცენარი ამ ფილმს აუცილებლად სანახავს ხდის.

As Good As It Gets

ამ ფილმის ყურებისას გაეცნობით იმ ადამიანების ისტორიას, რომელიც ცხოვრებისეული რუტინული ციკლის შიგნით არიან გაჭედილი. ამის გამო მათთვის შეუძლებელია ახალი ადამიანების შეშვება მათ ცხოვრებაში. საინტერესო დიალოგებითა და საოცარი სამსახიობო გუნდით დაკომპლექტებული ფილმი კომიკური სიტუაციებით აუცილებლად გაგამხიარულებთ. ეს ფილმი შეგახსენებთ იმას, რომ ყველას სჭირდება გვერდით საყვარელი პარტნიორი.

Kramer vs. Kramer

ეს ფილმი საუკეთესო საგანმანათლებლო სურათია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოცნებობენ იდეალური ოჯახის ქონაზე. ცხოვრება არ არის შოკოლადის კოლოფი და ყველა ოჯახი უპირისპირდება მის წილ დრამატულ მოვლენებს. დასტინ ჰოფმანისა და მერილ სტრიპის მიერ განსახიერებული დაქორწინებული წყვილი, რომელიც განქორწინების პირასაა, გასწავლიან როგორ სჯობს ზოგჯერ სხვისი ინტერესის საკუთარზე წინ დაყენება.

Facing Windows

იტალიური ფილმი იმ ცოლისა და ქმრის ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომლის ქორწინებაც თანდათანობით ინგრევა. ეს ნამუშევარი გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ნამდვილი საკუთარი თავი და როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერი იმით, რაც უკვე მოვიპოვეთ ამ ცხოვრებაში.

The Story Of Us

საოცარი ფილმი დასაწყისიდანვე აგაღელვებთ და უამრავ ემოციას დაგატეხთ თავს. იგი დაგანახებთ, რომ თითქოს ერთი შეხედვით პატარა დეტალებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დანგრევა შეუძლიათ. სტრესისა და დეპრესიის გამომწვევი პრობლემების შუაგულში აღმოჩენილ წყვილს მიშელ ფაიფერი და ბრიუს უილისი ანსახიერებენ.

The Painted Veil

ეს ფილმი ცნობილ ნოველაზეა დაფუძნებული და მთებში ჩაკარგულ უცნაურ სოფელზე მოგვითხრობს. ედვარდ ნორტონისა და ნაომი უოთსის პერსონაჟები ერთმანეთის შეყვარებას გადაწყვეტენ მაშინ, როდესაც ირგვლივ საშინელი ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს. ფილმის სცენარი მოგვითხრობს იმაზე, რომ ნამდვილი გრძნობა არ ჩნდება ერთი თვალის დახამხამებაში და მის გასაჩენად ხანგრძლივი თანადგომა, ურთიერთგაგება და მოთმინების უნარია საჭირო.