მთავარი ჯანმრთელობა 9 ჩვევა, რომელიც სინამდვილეში ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის

9 ჩვევა, რომელიც სინამდვილეში ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის

by guramus

1. დაცემინების შეკავება

ცემინების მთავარი მიზანი თქენი ორგანიზმიდან ბაქტერიების, ვირუსებისა და მტვრის ნაწილაკების გამოდევნაა. როდესაც დაცემინებას იკავებთ, თქვენ ხელს უშლით ამ პროცესს. ასევე წარმოიდგინეთ, თუ რა მოხდება თოფის გასროლის დროს მისი ლულა რომ ჩაკეტოთ. ჰაერის ძლიერი ნაკადის შეკავება თქვენი ცხვირის შიგთავსს აზიანებს, რადგან წნევა უკან ბრუნდება და ასევე იგი უარყოფითად მოქმედებს სმენაზე, თანაც ზრდის სისხლის წნევასაც.

2. ბალიშზე სახით დაბლა წოლა


ეს ჩვევა კომფორტულია თუმცა ჯანმრთელობისთვის საზიანო. ამ პოზიციაში სუნთქვა ძნელდება, კისერი არანატურალურ პოზიციაშია და სისხლის მიმოქცევა უარესდება. ასევე ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ნაოჭები რომლებიც ასეთი ძილის პროცესის შემდეგ ჩნდება სახეზე, შესაძლოა აღარასდროს გაქრეს.

3. თესლების კბილებით გარჩევა

გემრიელი სასუსნავის მირთმევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის ხელით უნდა გავარჩიოთ ისინი და არა კბილებით. სტომატოლოგები ყოველთვის ცნობენ მზესუმზირის ხშირ მჭამელებს კბილების კონკრეტული დაზიანების სახეობით. ასევე ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანებმა ამ სიამოვნებაზე საერთოდ უნდა თქვან უარი, რადგან ამ სასუსნავის კალორიული შემცველობა 100 გრამში 500 კალორიას უდრის.

4. უხეში ობიექტების ღეჭვა

ეს ხშირად გაუთვითცნობიერებელი ჩვევა, რომლის დროსაც კალამს ან რაიმე მსგავს სოლიდურ ნივთს ღეჭავთ, მნიშვნელოვნად აზიანებს თქვენი პირის ღრუს ჰიგიენურ პროცესებსა და კბილების ჯანმრთელობას. არ უნდა ეცადოთ ბოთლის თავსახურის პირით გახსნას, არ უნდა დაღეჭოთ ყინული და ჯოხიანი კამფეტები. ასეთმა საქციელმა შესაძლოა ინფექციის გაჩენაც კი გამოიწვიოს.

5. თმის ცხელი წყლით დაბანა

თუ თქვენ გიყვართ ძალიან ცხელი წყლის შხაპის მიღება, დროა რომ გაჩერდეთ და ეს ჩვევა დაივიწყოთ. ამ საქციელს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ასევე, ზედმეტად ცხელი წყალი ახერხებს თავის ზედაპირზე ზეთის გამომყოფი შიდა გლანდების სტიმულაციას, რა თმას კიდევ უფრო ჭუჭყიანს ხდის.

6. სახეზე და თვალებზე ხელების მოსმა

თუ სახის კანს ხშირად შეეხებით ხელით, თქვენ უამრავ ინფექციურ დაავადებას დაიმართებთ, მათ შორის აკნესა და ჰერპესს. თვალების ხელებით მოსრესვის ჩვევის შემთხვევაში კი ყველაზე სერიოზული ინფექციები გამოწვევაა შესაძლებელი, რომელი თვალის ანთებას, ცრემლიანობასა და მხედველობის სენსიტიურობის გაზრდას იწვევს.

7. საღეჭი რეზინის ხშირი ღეჭვა


საღეჭი რეზინის მოხმარება კუჭში მომნელებელი ტოქსიკები გამოყოფას უწყობს ხელს. ამიტომ მოერიდეთ მის დაღეჭვას სადილის მირთმევამდე. ასევე მისი ღეჭვა აზიანებს თქვენს კბილებს, რადგან მისი მირთმევისას გამოიყოფა ზედმეტად ბევრი ნერწყვი, რომელიც კბილის ზედაპირს ზედმეტად ცუდად წვავს. საღეჭი რეზინი ასევე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს მეხსიერებაზეც, რადგან იგი ხელს გიშლით კონცენტრირებაში.

8. საწოლში კითხვა

საწოლში კითხვის მოყვარულებმა შესაძლოა თვალები, ხერხემალი და კისერი დაიზიანონ. ასეთ პროცესში საჭიროა არ დაიჭიროთ წიგნი თვალებთან ძალიან ახლოს და წელი ამყოფოთ სწორ მდგომარეობაში. ასევე არ იკითხოთ ერთ გვერდზე წამოწოლილმა, რადგან ასეთ დროს წიგნის სიშორე გამუდმებით შეიცვლება და თვალებს ზედმეტად დატვირთავს. ასევე მუცელზე დაწოლილი კითხვის პროცესი თქვენს ხერხემალს მნიშვნელოვნად აზიანებს.

9. პატარა ჭრილობების ალოკვა და სულის შებერვა

თითის გაჭრისას პირველი ინსტიქტი ჭრილობაზე სულის შებერვა ან მისი ალოკვაა. ჰარვარდის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირის ღრუში 600-ზე მეტი მიკროორგანიზმი ცხოვრობს. ამ ორგანიზმებს შორის კი ყოველთვისაა სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის უჯრედები. ამის გამო მათი მოხვედრა ჭრილობის ზედაპირზე საკმაოდ მარტივია სულის შებერვისას, რაც სერიოზული დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. პირველ რიგში აუცილებლად დაამუშავეთ გაჭრილი ზედაპირი სამედიცინო ხსნარით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: