მთავარი გასართობი 2016 წლის ყველაზე დაუფასებელი ფილმები, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს

2016 წლის ყველაზე დაუფასებელი ფილმები, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს

by guramus

Arrival

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი ადამიანებისა და უცხოპლანეტელების შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს. საერთო ენის საპოვნელად დახმარებას მთავრობა პროფესიონალ ლინგვისტს სთხოვს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას ბევრ უცნაურ ფაქტს აღმოაჩენს. ეს ნამუშევარი ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

Fantastic Beasts and Where to Find Them

ჰარი პოტერის სამყაროსეული ისტორიების კიდევ ერთი ეკრანიზაცია სწორედ ისაა, რაც ყველა ფანს სურდა. ამ ფილმში მოქმედებები 70 წლით ადრე ვითარდება იმ მომენტამდე, ვიდრე ჰარი წიგნს წაიკითხავს. ჰარი პოტერის ფანებს ეს აუცილებლად დააინტერესებთ.

Allied

მეორე მსოფლიო ომის მიჯნაზე ამერიკელი აგენტი ფრანგ ქალთან გააბავს რომანს. მათი ურთიერთობის სიძლიერეს ბედი ბევრ გამოცდას უწყობს, რათა ნამდვილი სიმართლე დადგინდეს. მამაკაცი მალე აღმოაჩენს, რომ მისი მეუღლე ფაშისტების მოგზავნილი ჯაშუშია. ასეთ დრამატულ სცენარს ბრედ პიტი და მარიონ კოტილიარდი ათამაშებენ.

Underworld: Blood Wars

სელენა შარმით აღსავსე ვამპირი მებრძოლია, რომელიც მაქციების ახალ ლიდერს ომს უცხადებს. ცნობილი ფრენჩაიზის მეხუთე სერია წინა ნაწილების მსგავსად საინტერესოა. იგი საკულტო ჰორორის ჟანრს წარმოადგენს და მთავარ როლს კეიტ ბეკინსეილი ასრულებს.

Assassin’s Creed

ფანტასტიკის ჟანრის ფილმი ცნობილი თამაშის ისტორიაზეა დაფუძნებული. მთავარი გმირი სპეციალურ ტექნოლოგიას იყენებს, რათა მისი წინაპრების თავგადასავლებში მოხვდეს. მისი წინაპრებისგან მიღებული ცოდნით იგი თანამედროვე ეპოქაში ებრძვის ბოროტ ძალებს.

Collateral Beauty

უილ სმიტის, კირა ნაითლისა და კეიტ უინსლეტის მონაწილეობით გადაღებული ფილმი მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელმაც პირად ცხოვრებაში უდიდესი ტრამვა გადაიტანა. მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად მეგობრები გენიალურ გეგმას მოიფიქრებენ, რომლის შედეგიც ბევრად უფრო საინტერესო გამოდგება ვიდრე მათ ეგონათ.

Rogue One: A Star Wars Story

ეს ფილმი ვარსკვლავური ომების მეოთხე ნაწილის წინმსწრებ მოვლენებზე მოგვითხრობს. ამბოხებული მებრძოლები შეიტყობენ, რომ იმპერიას პლანეტების განადგურების ძალის მქონე იარაღის გეგმები აქვს შექმნილი და მათ მოსაპარად სპეციალურ გუნდს ქმნიან. ამ დანაყოფის წევრები კი ფიქრობენ, რომ ამ დავალების შესრულებისას თვით იმპერიის ყველაზე ძლიერ მებრძოლთან მოუწევთ დაპირისპირება.

Passengers

კოსმოსური ხომალდი ახალი საცხოვრებელი პლანეტისკენ მიემართება. მის ბორტზე ყველა მგზავრს ხანგრძლივი ძილის რეჟიმში, კაფსულაში სძინავს. ამ მოგზაურობამ 90 წელი უნდა გასტანოს, თუმცა ორი მგზავრი მოულოდნელად ნაადრევად იღვიძებს, რის გამოც ერთად უწევთ ამ თავგადასავლის განმავლობაში ცხოვრება.

Fences

ეს ისტორია ბეისბოლოს მოთამაშეზე მოგვითხრობს, რომელმაც ოჯახური სიტუაციის მისახედად კარიერაზე უარი თქვა და მის მშობლიორ ქალაქში მენაგვედ დაიწყო მუშაობა. ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც დენზილ ვაშინგტონი თამაშობს, ცდილობს ოჯახური პრობლემების მოგვარებას და გზად ბევრ პრობლემას აწყდება. ეს ფილმი პულიცერის პრემიის მქონე ბროდვეის დრამაზეა დაფუძნებული.