მთავარი ურთიერთობები რემარკის 10 ციტატა ცხოვრებაზე, უპასუხო სიყვარულსა და ბედნიერებაზე

რემარკის 10 ციტატა ცხოვრებაზე, უპასუხო სიყვარულსა და ბედნიერებაზე

by guramus

1. ვისაც უნდა ძალით დაიჭიროს – ის კარგავს. ვინც მზადაა ღიმილით გაუშვას – მას ცდილობენ შეაკავონ.

2. ის, რისი მიღებაც არ შეგიძლია, ყოველთვის გგონია იმაზე უკეთესი, რაც გაქვს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების რომანტიკა და იდიოტიზმი.

3. ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება უფრო უცხო, ვიდრე ადამიანი, რომელიც წარსულში გიყვარდა.

4. ადამიანის ცხოვრება იწელება ზედმეტად დიდხანს ერთი სიყვარულისთვის. უბრალოდ ძალიან დიდხანს.

5. რაც არ უნდა მოგიხდეთ – არაფერი არ მიიტანოთ გულთან ახლოს. ცოტა რამ არის ამ ქვეყნად დიდხანს მნიშვნელოვანი..

6. ბედნიერებაზე შეიძლება ილაპარაკო 5 წუთი, მეტი არა. აქ ვერაფერს ვერ იტყვი, გარდა იმისა, რომ ბედნიერი ხარ. უბედურებაზე ლაპარაკით კი ხალხი ღამეებს ათენებს.

7. არაფერია საშიში, სანამ ის, ვინც გიყვარს, ჯერ ცოცხალია.

8. სიკვდილი ყოველთვის ნაადრევია, მაშინაც კი, თუ ადამიანი 90 წლისაა.

9. შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ ხდება ომები, რომ ერთს არ შეუძლია ბოლომდე იგრძნოს, როგორ იტანჯება მეორე.

10. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აღმოვჩნდი ხალხში, რომლებიც  მარადიულ ცხოვრებას აპირებენ. ყოველი შემთხვევისთვის, ისინი ასე იქცევიან და ისე არიან გატაცებული ფულით, რომ დაავიწყდათ ცხოვრების შესახებ.