ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

მშრალი ან დამსკდარი ტუჩები

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

მკრთალი და მშრალი კანი პირველ რიგში ალერგიის ნიშანია. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ თუ რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ, ასევე ორალური ჰიგიენის პროდუქტებსაც. საყურადღებია საკვები და სამედიცინო მედიკამენტებიც. ბზარები პირის კუთხეებთან მიუთითებს B, A და E ვიტამინების ნაკლებობაზე. თუ ამ სიმპტომს თვალების სიმშრალე და მომნელებელი სისტემის პრობლემებიც ერთვის თან, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა ეს სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებდეთ.

წარბების ცვენა

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

სქელი წარბები არამარტო მოდის ტრენდი, არამედ სიჯანსაღის ინდიკატორიცაა. პერიოდული წარბების ცვენა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სწრაფად ბევრი ღერის დაკარგვა საკმაოდ სერიოზული ნიშანია. თუ თქვენ წარბებში შეამჩნევთ მოშიშვლებულ ადგილებს, მაშინვე მიმართეთ ექიმს. ეს შეიძლება ენდოკრენული სისტემის დარღვევის სიმპტომი იყოს.

ფრჩხილების დეფორმაცია

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

ყველამ იცის როგორ გამოიყურება ჯანმრთელი ფრჩხილები. ნებისმიერი ცვლილება მათი ფერის სტრუქტურაში შემაშფოთებელი ნიშანია. თხელი და მკრთალი ფრჩხილები ანემიისა და სისხლში რკინის ნაკლებობის ნიშანია. ყვითელი ფერი ღვიძლისა და მუცლის ღრუს სოკოვან ინფექციებზე მეტყველებს. ფრჩხილები შეიძლება მყიფე გახდეს ვიტამინების, კალციუმისა და ბეტა–კაროტენების ნაკლებობის შედეგად ორგანიზმში.

წითელი სახე

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

ისეთი ბუნებრივი მიზეზების გარდა, როგორიცაა ტემპერატურა, მასაჟი ან ალკოჰოლის მიღება, ასევე არსებობს 3 ხშირი მიზეზი, რამაც შეიძლება წითელი სახე გამოიწვიოს. 40 წელს გადაცილებულ ქალებში ამის მიზეზი ჰორმონების დონის კლებაა, რაც მენოპაუზის დაწყებაზე მიუთითებს. ასევე წითელი სახე სხეულში ინფექცია დემოდიკოსის არსებობის სიმპტომიცაა. ნახევრად სიწითლე, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევის გამოვლინებები, შესაძლოა მაღალი წნევისა და სამედიცინო მედიკამენტებზე ალერგიის ქონის ნიშანი იყოს.

მშრალი ქუსლები

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

ფეხის კანის გამოშრობას A და E ვიტამინების ნაკლებობა იწვევს. ეს ასევე ორგანიზმში სოკოვანი ინფექციის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს. თუ სიუხეშე და სიმშრალე არ გაგიქრებათ ფეხის კანის მოვლის საშუალებების გამოყენების შემდეგ და ადეკვატური რეჟიმის დროს, მაშინ ეს შესაძლოა ენდოკრინული დაავადების ნიშანიც იყოს.

თეთრი ლაქები კბილებზე

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

ეს ქრონიკული დაავადების ტიპია, რომელიც დიდი ოდენობით წყლის, ან სხვა იმ სითხეების დალევის შედეგად ჩნდება, რომელიც ქლორს შეიცავს. არსებობს ამ სიმპტომის 5 ტიპი: საეჭვო, ძალიან რბილი, რბილი, ზომიერი და მძიმე. პირველი სამი სახეობა ვიზუალური სინდრომებით გამოიხატება და თეთრ ლაქებს აჩენს. ხოლო ბოლო ორი ტიპის შემთხვევაში იწყება კბილის ლპობა და ტეხა.

თმის ცვენა

ყურადღება მიაქციეთ ამ ცვლილებებს თქვენს სხეულზე, ისინი დაავადებების ნიშანია

საშუალოდ, ადამიანი დღეში 100 ცალ თმას კარგავს, რადგან თმის ნაწილაკები ზრდის გარკვეულ ეტაპებს გადიან, რომელიც 2–დან 8 წლამდე გასტანს. როდესაც გაზრდის ეტაპი სრულდება, თმის ღერი ცვივდება და მათ ადგილას, 2 თვიანი უჯრედის დასვენების შემდეგ ახალი ღერი ამოდის. თუ ამ რიცხვზე გაცილებით უფრო ხშირ თმის ცვენას შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს. ამის უკან შესაძლოა ძალიან ბევრი სერიოზული დაავადება, მათ შორის კანის ინფექცია და ავტოიმუნური სინდრომები იმალებოდეს.

  კომენტარები