მთავარი რჩევები თუ თქვენ O ტიპის სისხლი გაქვთ, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ თქვენ O ტიპის სისხლი გაქვთ, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იცოდეთ

by guramus

O ტიპის სისხლის მქონე ადამიანები უნივერსალური დონორები არიან


O+ ტიპის სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ოთხივე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანების დონორები გახდნენ, თუმცა მხოლოდ პოზიტივი ქვეჯგუფების შემთხვევაში.

O- ტიპის მქონე ადამიანებს კი ყველა 8 ქვეჯგუფისთვის შეუძლიათ სისხლის გადასხმა, რაც მათ სისხლის უნივერსალურ საგანგებო დონაციად აქცევს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს იყენებენ.

O- ჯგუფს მაშინ უსხავენ ადამიანს, როდესაც მისი სიცოცხლე საფრთხეშია და მისი სისხლის ჯგუფის მქონე დონორის პოვნას დრო სჭირდება.

O ტიპის სისხლის პატრონებს მხოლოდ ამ ტიპის სისხლის მიღება შეუძლიათ

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც O+ აქვთ, შესაძლებელია O+ და O- ტიპის სისხლის გადასხმა. O- ტიპის მქონე პაციენტებისთვის კი მხოლოდ იგივე ტიპის სისხლის გადასხმაა შესაძლებელი. საგანგებო სიტუაციებში O- ტიპის ჩანაცვლება O+ ტიპის სისხლით ხდება.

დადებითი თვისებები

O ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს ყველაზე დაბალი შანსი აქვთ კორონარული გულის დაავადებების წარმოქმნის. კვლევების მიხედვით, სხვა ჯგუფები 25% უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან პანკრეასის კიბოს წარმოქმნის საკითხში.

O ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს ასევე კოგნიტური დარღვევებისა და სირკულატური დაავადებების წარმოქმნის დაბალი რისკიც ახასიათებთ.

O ტიპის სისხლის დიეტა

ალბათ გაგიგიათ სისხლის ტიპის შესაბამისი დიეტების შესახებ. ამ დიეტის მიხედვით, კონკრეტული ტიპის საკვები თითოეული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანს განსხვავებულათ ეხმარება ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ძლიერი სხეულის შენარჩუნებაში.

მიუხედავათ ასეთი პოპულარობისა, ასეთი დიეტები მეცნიერულ საფუძვლებს საკმაოდაა მოკლებული, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თქვენთვის საჭირო დიეტას ექიმისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვით შეარჩევთ და არა სისხლის ჯგუფის ტიპის. პერსონალური დიეტა ყოველთვის უფრო ჯანსაღ შედეგს მოგცემთ.

O ტიპის ხასიათი


სისხლის ჯგუფის გავლენა ადამიანის ბუნებაზე საკმაოდ საკამათო საკითხია, თუმცა ასეთი თეორიები ზოგიერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი იაპონიასი ძალიან პოპულარულია. აქ სატელევიზიო შოუები, ჟურნალები და გაზეთები ხშირად აქვეყნებენ სისხლის ტიპზე დაფუძნებულ ჰოროსკოპებს და რომანტიულ ინფორმაციებს წყვილების თანხვედრასთან დაკავშირებით.

ასევე იაპონიაში კომიქსები და ვიდეო თამაშებიც აქტიურად იყენებენ სისხლის ტიპის თემატიკას. ამ კულტურის მიხედვით, O ტიპის სისხლის მქონე ადამიანები უფრო ხელგაშლილი, სოციალური და ფინანსურად შეძლებული პიროვნებები არიან. მათთვის საუკეთესო რომანტიკულ პარტნიორად კი A ტიპის სისხლის მქონე ადამიანები ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამას სამეცნიერო დასკვნები არ ამტკიცებს, ეს თეორია მაინც საკმაოდ პოპულარულია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: