მთავარი რჩევები ცხენის წაბლი ვარიკოზს კურნავს, აი როგორ გამოიყენოთ სამკურნალოდ

ცხენის წაბლი ვარიკოზს კურნავს, აი როგორ გამოიყენოთ სამკურნალოდ

by Keti

ცხენის წაბლი ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება, აღადგენს მის ძალებს და კურნავს მძიმე ჭრილობებს. ამასთან ერთად მის ნაყენს შეუდარებელი მოქმედება აქვს ვარიკოზის დროს.

სასარგებლოა მცენარის ყველა ნაწილი: ნაყოფი, ფოთლები, ქერქი. მათგან მზადდება მალამოები და ნაყენი. ცხენის წაბლის ექსტრაქტი დამატებულია ასევე ანთების საწინააღმდეგო და ვენების დამცავი პრეპარატების შემადგენლობაში.

ხალხურ მედიცინაში უფრო ხშირად გამოიყენება ცხნისწაბლის ნაყოფი. ყვავილსა და ფოთლებს აგროვებენ მაისში, ეს შესანიშნავი დროა. ხოლო ნაყოფის მოსაგროვებლად სექტემბერი ან ოქტომბერი ყველაზე შესაბამისი თვეებია. ქერქის მოგროვება კი ოქტომბრის დასაწყისიდან შეგიძლიათ.

ცხენის წაბლის წვნიანი ნაყოფი შეიცავს ბევრ ესცინს, ასევე C, K, B1 ვიტამინებს. ხალხურ მედიცინაში წაბლი ითვლება სისხლის მიმოქცევის დაჩქარების, თრომბების პროფილაქტიკისა და სისხლის სიბლანტის დამაქვეითებელ საუკეთესო საშუალებად.

ცხენის წაბლი მალამოების სახითაც გამოიყენება სამკურნალო მიზნით. მას შეუძლია განკურნოს ძველი და დაჩირქებული ჭრილობები, დამწვრობები, მოყინვები, ნახეთქები. ნამდვილ საგანძურად ითვლება ცხენის წაბლის ნაყენი, რომელიც სხვა ყველა სიკეთესთან ერთად კარგად შველის ვარიკოზს.

წაბლის ნაყენი ვარიკოზის წინააღმდეგ:

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად უნდა ავიღოთ წაბლის ნაყოფი, გავფცქვნათ, შიგთავსი დავაქუცმაცოთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ კი ას გრამ დაქუცმაცებულ წაბლს დაასხით ერთი ლიტრი ხარისხიანი არაყი. ნარევი უნდა დადგათ დაახლოებით ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილად, ის ყოველდღე უნდა შეანჯღრიოთ.

შემდეგ ნაყენი გაწურეთ და სუფთა ჭურჭელში გადაასხით. ის მზადაა. ნაყენი შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგნაირად: თხუთმეტი წვეთი სამჯერ დღეში. ან შეგიძლიათ შეიზილოთ დაზიანებულ ადგილებში – დილას და საღამოს. ის კარგად შველის შეშუპებას და სიმძიმეს ფეხებში. ასევე იმ კრუნჩხვებს, რომლებიც ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს წარმოიქმნება.

კომპლექსური თერაპია საუკეთესოდ ეხმარება ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს რა თქმა უნდა არ არის მაგიური ელექსირი ან პანაცეა, ამიტომ ვერ განკურნავს ქრონიკულ ვარიკოზს ორ ან რამდენიმე მიღებაზე, თუმცა თუ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, ეფექტი შესამჩნევი იქნება. ნაყენი ასევე გამოიყენება სილურჯეებისა და დაჟეჟილობების მოსაშუშებლად.

არსებობს ნაყენის სხვა რეცეპტიც, რომელიც მზადდება წაბლის ქერქისგან. მოაგროვეთ ოცდაათი ცალი წაბლი, გააცალეთ ქერქი, დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ლიტრა არაყი და დადგით ბნელ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ამისთვის ნაყენის ოცდა ხუთი წვეთი გახსენით ორმოცდაათ მილილიტრ წყალში.

ეს კურსი დაახლოებთ სამი კვირა გრძელდება, რის შემდეგაც უნდა შეისვენოთ ერთი კვირით, შემდეგ კი გაიმეოროთ თავიდან. ნაყენი წარმატებით გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ჰიპერტონიის დროს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა სარისკოა. ამიტომ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.