მთავარი რჩევები ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ ტექნოლოგიები იმაზე უფრო მავნეა ბავშვებისთვის ვიდრე ფიქრობთ

ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ ტექნოლოგიები იმაზე უფრო მავნეა ბავშვებისთვის ვიდრე ფიქრობთ

by guramus

დღესდღეობით, ტექნოლოგია საკმაოდ ხელმისაწვდომი და გავრცელებულია. ბევრი მშობელი იწყებს იმის გააზრებას თუ რა საფრთხეებისა და სარგებლის მოტანა შეუძლია ტექნოლოგიურ ხელსაწყოს მისი შვილისისთვის. ბავშვებს საკუთარი სმარტფონი აქვთ ზომიერი შემოსავლის მქონე ოჯახებშიც კი, თუნდაც უბრალოდ სათამაშოდ.

ერთის მხრივ, ციფრული ტექნოლოგია მათ ჰორიზონტებს აფართოვებს, ხელმისაწვდომს ხდის უამრავი სახის ინფორმაციას, აადვილებს კომუნიკაციას. მეორეს მხრივ კი ციფრული სამყარო რეალობას გვაშორებს, როგორც ნარკოტიკები და დამოკიდებულებას გვიჩენს. შესაბამისი ტერმინებიც კი არსებობს: „ელექტრონული კოკაინი“, „ციფრული ჰეროინი“ და აშ.

მეცნიერების აზრით, ყველაზე მეტად უფრო საშიშია, როცა ბავშვი ძალადობრივი ხასიათის თამაშებში სრულად ეფლობა. რაც უფრო მეტ დროს ატარებს მოზარდი ეკრანის წინ, მით უფრო ნეგატიური გავლენა აქვს გაჯეტს ბავშვის ფსიქიკასა და ემოციებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები 8-დან 18 წლამდე დღეში 7.5 საათს ატარებენ საყვარელ ტელეფონთან ან მსგავსი სახის ელექტრონულ ხელსაწყოსთან ინტერაქციაში.

თუ ბაღის ასაკში ბავშვები ღია ცის ქვეშ 1.5 საათზე ნაკლებ დროს ხარჯავენ, 7 წლის ასაკში ისინი საერთოდ აღარ გადიან გარეთ. ამჯობინებენ მთელი დღე, სახლში კომპიუტერის და გაჯეტების წინ მოკალათდნენ.

სადამდე შეიძლება წაგვიყვანოს ამან? ფსიქოლოგები ასახელებენ იმ შედეგებს, რომელიც შესაძლოა ბავშვების არაჯანსაღმა აზრდამ და ელექტრონულ მოწყობილობებთან ზედმეტი დროის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • მშობლებთან კონტაქტის ნაკლებობა, 5 წლამდე ბავშვებში ყურადღების ნაკლებობა, შემეცნებითი ჩამორჩენა, სწავლის უნარის დაქვეითება.
  • კომუნიკაციური უნარების განვითარების დაყოვნება.
  • ლიმიტირებული მოძრაობა, თამაშის, გარეთ დაგეგმილი აქტივობების ნაკლებობა, რაც ფიზიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება, ისევე როგორც ტვინის ფუნქციონირებაზე.
  • შესაძლო ძილის აშლილობა
  • უარის თქმა სკოლის ღონისძიებებში მონაწილეობაზე და მოტივაციის დაკარგვა
  • აგრესიის და ბრაზის გახშირება და გაძლიერება
  • ფსიქოლოგიური პრობლემების წამოქმნის დიდი რისკი (დეპრესია, ჯავრი, დანაშაულის ჩადენისკენ სწრაფვა)
  • ისტერიის ნიშნები მაშინ, როდესაც მშობელი ცდილობს შეამციროს ბავშვის კონტაქტი მობილურთან

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე მაინც გაქვთ შემჩნეული, შესაძლებელია თქვენს შვილს გაჯეტების მიმართ უკვე დამოკიდებულება აქვს გაღვივებული და სასწრაფოდ იმოქმედეთ. თქვენ ვერ შეაჩერებთ ტექნოლოგიურ პროგრესს, თუმცა მისი ზეგავლენის კონტროლი შვილებსა და მომავალ თაობებზე მარტივადაა შესაძლებელი. საბოლოოდ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყურადღებით გააკონტროლეთ ის დრო და საათები, რომელსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები ეკრანის ყურებაში ატარებენ და აქტიურად შეეცადეთ მათ ჩართვას უფრო მეტ სოციალურ სიტუაციებში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: