მთავარი ჯანმრთელობა 10 ყველაზე საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

10 ყველაზე საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

by guramus

1. ადამიანის სხეულს შეუძლია მეხის დარტყმას გაუძლოს

ყოველი 10–დან 9 ადამიანი მეხის დარტყმის შემდეგ ცოცხალი რჩება. გადარჩენა ადამიანის მდგომაროებასა და სიძლიერეზე არ არის დამოკიდებული, რადგან გადარჩენილთა შორის არიან ბავშვებიც და 50 წელს გადაცილებული ადამიანებიც.

2. კბილისა და თავის ტკივილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული

ოდესმე შეგიმჩნევიათ რომ კბილის ტკივილს მუდამ თან სდევს თავის ტკივილი? თქვენ სულაც არ გიწევთ რაიმეს წარმოდგენა. მთავარი ნერვის გამო, რომელიც ყბის გავლით უერთდება ტვინის ნერვებს, კბილისა და თავის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

3. ადამიანის გონება ძილის დროს უფრო აქტიურია

ძილის ეტაპების თეორია 1950 წელს იქნა გამოქვეყნებული. მისი მიხედვით ადამიანის ტვინი ძილის დროს უფრო აქტიურია ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. შესაბამისად, იგი მუშაობას არასდროს წყვეტს და ამიტომ, ღამით ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმის მსურველთათვის.

4. ტვინი ტკივილის ვერ გრძნობს, თუმცა ბევრ ჟანგბადს მოიხმარს

ჩვენი გონება, რაცარუნდა ძლიერი იყოს, საერთოდ არ შეიცავს ისეთ ნერვებს, რომელიც მასზე მიყენებულ ტკივილს აღიქვავს. თუმცა, ეს ორგანო ჩვენ ორგანიზმში არსებული ჟანგბადის 25 პროცენტს მოიხმარს.

5. სახის თმა ყველაზე სწრაფად იზრდება

თუკი რომელიმე მამაკაცს ჰკითხავთ, ადვილად გაიგებთ რომ მათ ყოველდღიურად სწორედ სახეზე ამოსულ თმასთან უწევთ გამკლავება. ბევრი მათგანი ყოველდღე იპარსავს სახეს. საბედნიეროდ ქალების უმრავლესობას წვერიანი მამაკაცები საკმაოდ ხიბლავს.

6. შუა თითის ფრჩხილი ყველაზე უფრო სწრაფად იზრდება

შეიძლება ეს თქვენი საყვარელი ლაქის წასმის პროცესისთვის საკმაოდ ხელის შემშლელი გამოდგეს, თუმცა შუა თითის ფრჩხილი მაინც ყველაზე სწრაფად იზრდება სხვა თითებისგან განსხვავებით.

7.  სისხლის ვენების სიგრძე შთამბეჭდავია

თუ ადამიანის სხეულის თითოეულ ვენას გადაბავთ, მისი სიგრძელ 96 ათას კილომეტრს გასცდება. ზრდასრულ ადამიანში შესაძლოა ამ ორიგინალური თოკის სიგრძემ 100 ათას კილომეტრსაც კი გადააჭარბოს თავისუფლად.

9. ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის გულიუფრო სწრაფად ფეთქავს, 1.7 – 2.3 საათით უფრო სწრაფად ვიდრე მამაკაცის. საერთო ჯამში ის საშუალოდ 10–ჯერ უფრო მეტჯერ ფეთქავს ვიდრე კაცის გული.

10. ღვიძლს 500–ზე მეტი ფუნქცია აქვს

საქმიანი ფუტკრების მსგავსად, ჩვენ ღვიძლსაც ყოველდღე უამრავი საქმის გაკეთება უწევს. როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, ის ფილტრავს სისხლს, იწოვს და შლის ცხიმებს, ამუშავებს ქოლესტეროლს, ვიტამინს და კიდევ უამრავ დავალებას ასრულებს. სწორედ ამიტომაა მისი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნება ძალიან სერიოზული საკითხი.