მთავარი საკითხავი სიტყვები ვერ ამოწურავენ იმას, რასაც ცხოვრება თავის თავში იტევს

სიტყვები ვერ ამოწურავენ იმას, რასაც ცხოვრება თავის თავში იტევს

by guramus

“სიტყვას შეუძლია გადმოსცეს მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე ტივტივებს, ხოლო ის, რაც ჩაძირულია ადამიანის სულის სიღრმეში – სამუდამოდ გაუხსნელი რჩება. განცდა, რომელსაც წარსულის მოგონება იწვევს, – არ გადმოიცემა სრული სრული სივსავით სიტყვების საშუელებით. არც ჩვენი ფიქრები, – ელვის სისწრაფით რომ მოძრაობენ, ტრიალებენ, იცვლებიან გონებაში, – არ შეიძლება გადმოიცეს ამომწურავად. არც ის ზემოქმედება, რასაც ბუნება ახდენს ადამიანზე, არც სიყვარულია, არც სევდა, შიში, ტანჯვა, მოლოდინი და კიდევ ათასი რამ. როცა რაიმეთი დავტკბით ან შევძრწუნდით, და ამის გადმოცემას სიტყვებით ვცდილობთ, განა ჩვენ იმას ვამბობთ, რაც სინამდვილეში განვიცადეთ? რამდენი თავისებური, ფაქიზი ნიუანსი რჩება სიტყვების მიღმა?

სიტყვები ვერ ამოწურავენ იმას, რასაც ცხოვრება თავის თავში იტევს. ის კი, რასაც მოვერიეთ, რისი დაჭერაც მოვახერხეთ, რამდენად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, უთქმელი, აუხსნელი, გადმოეცემელი, ხელუხლებელი დაგვრჩა სულის სიღრმეში?! თუმცა ნათქვამია, პირველად იყო სიტყვაო, მაგრამ ცხადია, სიტყვა ვერ მოიცავს ცხოვრებას, ის მხოლოდ ნაწილია მისი და სიტყვებით მხოლოდ ცხოვრების ნაწილობრივი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ცალმხრივი გადმოცემა ძალგვიძს, რომელიც ერთგვარი მოდელია ნამდვილი ცხოვრებისა. შესაძლებლობის გარკვეულ ზღვრამდე ჩვენი ცხოვრების ასე თუ ისე აშკარად ხილული მხარე ხდება გაცხადებული სიტყვების საშულებით და არა ის ღრმად დაფარული, რომელიც, ვინ იცის, იქნებ მთვარია?! სულის მოძრაობა, გარკვეულ მომნტში შექმნილი უჩვეულო მდგომარეობა მოქცეული სიტყვების რკალში, – რა არის იმასთან შედარებით, რაზედაც სინამდვილეში გვსურს საუბარი? მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას! გაცილებით უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ძალაუნებურად ჩვენშივე რჩება და მხოლოდ ჩვენი სულის, ჩვენთვისვე გაცნობიერებულ სფეროს ვხდით ფარდას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით საკუთარი თავის შესახებ, არ წარმოადგენს დასრულებულ ჭეშმარიტებას. ყოველ შემოქმედს გაცილებით მეტი რჩება სათქმელი, ვიდრე სურს თქმა, და ზოგი მათგანი, თვისი გენიალობის წყალობით ახერხებს ხელის საიდუმლოებით მოცულ სფეროებში ღრმად შეჭრას და ბევრი, მანამდე უცნობი მოვლენის წარმოჩენას, – ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი უთქმელი არ დარჩა. ერთი ინოდელი ბრძენკაცის თქმისა არ იყოს, ის, რაც ჩვენში ხდება, გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე სიტყვებით გადმოცემული. არც მუსიკას, არც ფერს, არაფერს არ შეუძლია ადამიანის სული მთლიანად მოიცვას და ნათელყოს”.

 

გურამ გეგეშიძე
სტუმარი