მთავარი კულინარია ასაკოვანი ქალბატონები ამ საუზმეს იყენებენ წონაში დასაკლებად. აი, რეცეპტი, აიღეთ თოხლო კვერცხი.

ასაკოვანი ქალბატონები ამ საუზმეს იყენებენ წონაში დასაკლებად. აი, რეცეპტი, აიღეთ თოხლო კვერცხი.

by Keti

დაბალანსებული საუზმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად. უნივერსალური საუზმე, რომელიც ყველას მოუხდებოდა, არ არსებობს, ჩვენ ხომ ყველას ჩვენებური გემოვნება ან პრობლემები გვაქვს ორგანიზმში.

თუმც კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სწორად დაიწყოს დღე, როცა შეარჩევს თავისთვის იდეალურ საუზმეს, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით.

ყოველდღიური სასარგებლო საუზმეები:

სპეციალისტები რეკომენდაციას გვიწევენ, საუზმის დროს მოვიხმაროთ საკვების დღეღამური ნორმის 25-40%. ასევე დაბეჯითებით გვირჩევენ უარი ვთქვათ კონსერვირებულ, ცხიმიან, შემწვარ პროდუქტებზე.

ყველაზე სასარგებლო საუზმეების ტოპ 15:

1. სახლის მიუსლი

მზა მიუსლი არ არის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, მათი გაკეთება შესაძლებელია სახლშიც, ნატურალური პროდუქტებისგან. ამისათვის წყალში ან რძეში დაალბეთ ქერის ფანტელები. როცა ისინი გაფუვდება, დაამატეთ კენკროვანი, ხილი, ნიგოზი, ერთი კოვზი თაფლი ან მურაბა.

2. ტოსტი ავოკადოთი და მოხარშული კვერცხით

ეს იდეალური კერძია დილისთვის. საკმარისია დავამატოთ ახალი პურის ნაჭერი, ავოკადოს პასტა და ერთი ჭიქა არომატული ყავა – საუზმე მზად არის.

3.ბრინჯის პუდინგი ფისტაშკებთან ერთად

ეს საუკეთესო საუზმეა მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. ფისტაშკები საკმაოდ კალორიულია, თუმცა მხოლოდ სასარგებლო ცილებსა და უამრავ ვიტამინს შეიცავს.

4. სტაფილოს ოლადები

ისინი გამოდის ძალიან ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლო. უყვართ ბავშვებს, რადგან ტკბილია და გამოიყურება მხიარულად.

5.წიწიბურას ფაფა რძით

წიწიბურა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტურ პროდუქტად ითვლება. ის წმენდს ორგანიზმს და სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს მას. რძე – კალციუმის წყაროა და ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა, ის ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას.

6.ქათმის ბულიონი ლაფშათი

ქათმის ბულიონი სტაფილოთი, ნიახურითა და ლაფშით სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, სავსეა ცილებითა და ნახშირწყლებით, ამიტომ სამუშაო დღის კარგი დასაწყისი იქნება.

7. ავოკადოს კოქტეილი

საუკეთესო საუზმეა მათთვის, ვინც დილას იწყებს აქტიურად. უნივერსალური რეცეპტი: ნახევარი ავოკადო, ნახევარი ჭიქა იოგურტი, ნახევარი ჭიქა რძე, ერთი ბანანი და მწიკვი ვანილი.

8. ბუტერბროდები ხაჭოთი და მწვანილით

ჩააჭერით უცხიმო ხაჭოში მწვანილი და წაუსვით პურზე, ზემოდან დაადეთ მოხარშული ქათმის ან ინდაურის ნაჭერი.

9. ხაჭოსა და გოგრის გამომცხვარი

მარტივი, გემრიელი და სასარგებლო კერძია, რომლის მომზადება შეიძლება როგორც აირღუმელში, ისე ქვაბში.

10. ლავაში შიგთავსით

გადაახვიეთ ლავაშში ნებისმიერი შიგთავსი, ცოტა ხაჭო და მწვანილი, ბანანი, ქიშმიში და ნიგოზი, მოცარელა ბაზილიკით. შეწვით ლავაში უცხიმო ტაფაში.

11. ერბოკვერცხი ავოკადოში

იმისთვის რომ მივიღოთ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავის ორმაგი პორცია, გამოაცხეთ კვერცხი ავოკადოში. ეს დიდ სარგებლობას მოუტანს გულს, მასში ცილისა და უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო.

12. ფაფა კინოათი და ხილით

კინოა დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და ის ადვილად ხელმისაწვდომია.

13. ბერძნული იოგურტი კენკროვანით

ყველა იოგურტი საუკეთესო წყაროა კალციუმის, კალიუმის, ცილის, თუთიისა და B ჯგუფის ვიტამინების.

14. ბუტერბროდები ლორითა და ყველით

სწრაფი და ნოყიერი საუზმეა, რომლის შიგთავშის შეცვლაც შეიძლება გემოვნების მიხედვით.

15. ბოსტნეულის ომლეტი

ომლეტი ბოსტნეულით აერღუმელში სწრაფი და სასარგებლო საუზმეა მთელი ოჯახისთვის.


პროდუქტები, რომლებიც არ უხდება საუზმეს:

  1. ცხიმიანი ხორცი
  2. ტკბილეული
  3. ცხელი ცომეული
  4. კარტოფილი, განსაკუთრებით წინა დღის
  5. დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტები
  6. გაზიანი სასმელები და მაღაზიის წვენები
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: