მთავარი რჩევები მარადიული ახალგაზრდობის 10 საიდუმლო, რომლის შესახებაც მხოლოდ ჰოლივუდში იციან

მარადიული ახალგაზრდობის 10 საიდუმლო, რომლის შესახებაც მხოლოდ ჰოლივუდში იციან

by Keti

ჰოლივუდის მრავალი მსახიობი ითვლება ქალური სილამაზის ეტალონად. რაშია მათი საიდუმლო?

1. ხშირი წარბები და წამწამები – თუ თქვენი საყვარელი ტუში გაშრა, მისი გადაგდება არ იჩქაროთ. ამ კონტეინერის გამოყენება კვლავ შეგიძლიათ. გარეცხეთ ძველი ტუბი დემაკიაჟისა და ბამბის ჩხირის დახმარებით, შემდეგ მასში შეურიეთ ორი მილილიტრი აბუსალათინის ზეთი, ოთხი მილილიტრი ვიტამინი E და ორი მილილიტრი ალოეს წვენი. მიღებული საშუალება წაისვით წარბებზე და წამწამებზე აღნიშნული ფუნჯით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, ძილის წინ, ერთი თვის მანძილზე.

2. ბრძოლა ცელულიტთან

შედეგისმომცემი საშუალების შექმნისთვის საჭიროა შევურიოთ ორი სუფრის კოვზი დაფქული იმბირი, ხუთი სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა და ათი სუფრის კოვზი თბილი წყალი. დაიტანეთ მიღებული ნარევი სხეულის პრობლემურ უბნებზე და შეიხვიეთ ის პოლიეთილენის პარკით. მოიცადეთ ორმოცი წუთი, შემდეგ მოიხსენით პარკი და მიიღეთ შხაპი. შეასრულეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

3.გლუვი ქუსლები

შეგიძლიათ მიაღწიოთ იდეალურ სირბილეს და არ მოგიწევთ დანახარჯები სალონში – პედიკურისთვის. ამ საშუალების მოსამზადებლდ აიღეთ ორი ჭიქა თბილი წყალი, ნახევარი ჭიქა სოდა და ერთი ჭიქა ძმარი. ჩაყავით ფეხები ამ საშუალებაში თხუთმეტი წუთით, შემდეგ შეიწმინდეთ ფეხები პირსახოცით და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

4.აწეული მკერდი

გსურთ მკერდი გაგიმკვრივდეთ პლასტიკური ოპერაციების გარეშე? არსებობს ერთი შემოწმებული და საიმედო საშუალება, რითიც კმაყოფილი დარჩებით. აიღეთ უბრალო, კოსმეტიკური ვაზელინი და წაისვით მკერდზე ძილის წინ. ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ კანი უფრო ელასტიური, ტენიანი და მკვრივი გახდა.

 

5. ტუჩების შეუდარებელი მაკიაჟი

იმისთვის, რომ პომადა არ გადმოვიდეს ტუჩის კიდეებიდან, შეგიძლიათ პატარა ეშმაკობის გამოყენება: დაიფარეთ ტუჩები ხელსახოცით, შემდეგ ზემოდან დააყარეთ გამჭვირვალე დამამაგრებელი ფხვნილი და მოიცილეთ ხელსახოცი. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

 

6. მოცულობითი წამწამები

იყენებთ ხელოვნურ წამწამებს? აი, თქვენ მარტივი ხრიკი. გაზარდეთ მოცულობაში თქვენი წამწამები უბრალო ნაბიჯით: დაიტანეთ საბავშვო ფხვნილი, სანამ მათ შეიღებავთ და მოხიბლეთ ყველა ხშირი და გრძელი წამწამების ხამხამით.

 

7. ტუშის აკურატულად წასმა

აღმოჩნდა, რომ სუფრის კოვზით მოსახერხებელია არამხოლოდ წვნიანის ჭამა, არამედ ლამაზი მაკიაჟის გაკეთებაც. ამისთვის მიიჭირეთ კოვზი ქვედა ქუთუთოზე, კოვზის ამოზნექილი მხარე უნდა იყოს გარეთ. ეს იმ დროს გააკეთეთ, როცა ტუშს ისვამთ ქვედა წამწამებზე. იგივეს გაკეთება ზედა წამწამზეც შეიძლება, თუ კოვზს მივადებთ ზედა ქუთუთოს.

 

8. ფრჩხილების სწრაფი გაშრობა

სანამ ლაკის წასმას დაიწყებთ, ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და დაამატეთ ყინულის რამდენიმე კუბი. მას შემდეგ რაც წასმას მორჩებით, ჩაყავით თითები წყალში სამი წუთით.

 

9. ხავერდისებური ლაკი

წაისვით ფრჩხილებზე პრიალა ლაკი, შემდეგ დადგით ქურაზე წყლიანი ქვაბი. როდესაც ორთქლი ამოსვლას დაიწყებს, მიუშვირეთ ფრჩხილები მას ხუთი წამით. მიიღებთ შესანიშნავ შედეგს.

 

10.ცხვირის კონტური

აიღეთ ჩვეულებრივი ჩანგალი და მიიდეთ ცხვირზე ისე, რომ ჩანგლის ორი ცენტრალური კბილი აღმოჩნდეს ზუსტად შუაში. სწორედ ეს ადგილი უნდა გააღიავოთ ჰაილაითერით. განაპირა კბილანებს შორის შუალედი ჩაამუქეთ მუქი კორექტორის ან ბრონზატორის დახმარებით.

 

ხშირად ვაწყდებით პრობლემურ შეშუპებას თვალების ქვეშ. მისი მოცილება მარტივი მეთოდით შეიძლება. ჩადეთ ორი ლითონის კოვზი საყინულეში მთელი ღამე, დილით მათი საშუალებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი თვალების ქვეშ. მიმართული უნდა იყოს თვალის ქვედა კუთხიდან გარე კუთხისკენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: