ტყუპები თქვენს განვითარებაზე ზრუნავენ
ეს ნიშანი მუდამ ცდილობს თქვენი ცხოვრების არეალი გააფართოვოს და გამუდმებით ახალ ადამიანებსა და იდეებს გაცნობთ. ისინი აგროვებენ მეგობრებს, გამოცდილებას და იზრდებიან ასეთი ბედნიერი მოწოდებით. ისინი მარტივად მოგცემენ საშუალებას მათი თავგადასავლების მონაწილე გახდეთ.
ტყუპი ნებისმიერ ღონისძიებაზე იდეალურ პარტნიორობას გაგიწევთ
არ არსებობს ისეთი გარემო, ან ისეთი ადამიანების წრე რომელთანაც ტყუპს თავისუფლად მოქცევა არ შეუძლია. მათი წაყვანა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, ისინი თქვენი ნათესავებისგანაც კი აიტანენ ორ საათიან გამოკითხვას ქორწილში შეხვედრის შემთხვევაში. მათი წაყვანა საძულველი თანამშრომლის წვეულებაზეც შეგიძლიათ, რადგან ისინი ყველა სიტუაციას გაგიმარტივებენ.
ისინი მუდამ მზად არიან დასახმარებლად და საჩუქრებიც არ ენანებათ
ტყუპების ყველაზე გამორჩეული თვისება უდიდესი მზრუნველობის უნარია. მათ არასდროს დაავიწყდებათ თქვენი დაბადების დღე, თუმც არც რაიმე სპეციალური დღე სჭირდებათ თქვენთვის საჩუქრების მოსართმევად.
ტყუპებს ყოველთვის აინტერესებთ თქვენი სათქმელი
ტყუპებს ყველაზე დიდი ინტერესის გამოხატვა შეუძლიათ ნებისმიერი თქვენთან დაკავშირებული საკითხის მიმართ. ისინი გულწრფელად ინტერესდებიან თქვენი სათქმელით და თავს ნამდვილად დაფასებულათ გაგრძნობინებენ. მათთან ყოველი დიალოგი ყველაზე ძველ და ახლო მეგობართან საუბარს ჰგავს.
ისინი ყოველთვის სრულ პერსპექტივას დაგანახებენ
როდესაც რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, ამ დროს ტყუპი ყველაზე მეტად გამოგადგებათ. იგი მარტივად დაგანახებთ გადაწყვეტილების კარგსა და ცუდ მხარეს და არჩევანს გაგიმარტივებთ. შეცდომებზე სწავლას ყოველთვის მოასწრებთ, თუმცა ტყუპის მსგავსი დიპლომატის გვერდით ყოლა მუდამ გამოგადგებათ.
მათ ყოველთვის შეუძლიათ ხასიათის გამოსწორება
ტყუპები თქვენი ოპტიმისტური განწყობის გარანტია გახლავთ. ისინი მუდამ გადაგატანინებენ ფიქრებს უფრო უკეთეს საკითხებზე და სერიოზულ საქმესად ყველაზე სასიამოვნო და მხიარული გზით შეგასრულებინებენ. მათთვის არ არსებობს ისეთი რთული პრობლემა, რომლის დროსაც თქვენ გაცინებას ვერ მოახერხებენ.
თქვენი უარყოფითი თვისებების გამოსწორება
ეს ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისათვის, რო ცუდ დეტალებზე კონცენტრირდეთ და მუდამ მათზე იწუწუნოთ. ტყუპები მუდამ დაგიშლიან ასეთ უსარგებლო ქცევას და ეცდებიან, რომ მხოლოდ რეალურ და გამოსადეგ თემებზე კონცენტრირდეთ.
მათ ისეთი მოწონხარ, როგორიც ხარ
ტყუპთან ურთიერთობა ნიშნავს განკიცხვისგან თავისუფალ ზონაში შესვლას. ისინი მუდამ ისეთს მიგიღებენ, როგორიც ხართ და თქვენს განსჯას არასდროს მოინდომებენ. თქვენც მათი ნამდვილი სახის გაცნობა უნდა შეძლოთ და ისინიც იმავეს უდიდესი სიხარულით მოინდომებენ. თუმცა, ისინი თქვენში საუკეთესო თვისებების გაღვივებას თავისთავად მოახდენენ.