მთავარი რჩევები სველი თმით დაძინება არ შეიძლება, აი მიზეზები

სველი თმით დაძინება არ შეიძლება, აი მიზეზები

by guramus

ქალები თავის მოვლაში ბევრ დროს ხარჯავენ. ისინი ხმარობენ კოსმეტიკას, ეძებენ კანისა და თმის საუკეთესო მოვლის ტექნიკებს და იტარებენ უამრავ პროცედურას. თუმცა რამდენიმე მარტივი წესის დარღვევა მათი ჯანმრთელობისა და ვიზუალის იდეალურობისთვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.

ეს ხშირად უბრალო ზარმაცობის გამო ხდება ან იმიტომ, რომ მათ უბრალოდ ეძინებათ. სამწუხაროდ, სველი თმით ჩაძინება ერთ–ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც თქვენს თმაზე ზრუნვაში ძალიან ადვილად შეგიშლით ხელს. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს თქვენი ცხოვრების გამართულებელი, თუკი ხშირად დაიძინებთ თმის ბოლომდე გაშრობის გარეშე:

დაზიანება

სველი თმა უფრო სუსტია, შესაბამისად ძილის დროს იგი უფრო მარტივად ზიანდება, რამაც შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს დროთა განმავლობაში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თმის ბუნებრივი გაშრობა მათი ელექტრო საშრობით გაშრობაზე უფრო სასარგებლოა, თუმცა ეს მართალი არ არის.

უფრო მეტი დრო დასავარცხნად

ძილის დროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ როგორ ფორმას იღებს თმა გაშრობისას. როდესაც თქვენ ისვენებთ, თმის ღერები ყველაზე უფრო ცუდ ფორმებს იღებენ. ამის გამო საკმაოდ დიდი დროა საჭირო რათა მათ რომელიმე მარტივი ვარცხნილობა მაინც მოარგოთ დილას.

ბაქტერია

მიკროორგანიზმების უმრავლესობა სველ და თბილ გარემოში უფრო მარტივად მრავლდება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ბალიშზე გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაქტერიების ნარჩენებს აღმოაჩენთ, რაც თანდათან აუარესებს ჯანმრთელობას.

კანის დაავადება

ნესტი, რომელსაც თავზე იტოვებთ შესაძლოა კანის სოკოს გამომწვევი იყოს. სველი თმის ქონა თავის ქალაზე კანის დამცავი ზეთების გამოყოფას უშლის ხელს და სწორედ ამ საშიშროების წინაშე გაყენებთ. მსგავსი სიტუაციის ხშირი განმეორება კი რისკს კიდევ უფრო გაზრდის.

გამონაყარი

რადგანაც ასეთი გარემო იდეალურია ბაქტერიების გამრავლებისთვის, პრობლემაც შეიძლება განვითარდეს და თავთან ერთად თქვენი სახის კანზეც იმოქმედოს. რაც უფრო ხშირად დაგავიწყდებათ ძილის წინ თმის გაშრობა, მით უფრო დიდ რისკს უნდა ელოდოთ აკნეს გაჩენის საკითხში.

თმის ცვენა

ეს შეიძლება ერთი შეხედვით შეუძლებელი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ეფექტიც რეალურია. ამის მიზეზი თავის ქალის კანში ჭიების გაჩენის სინდრომია, რომელიც სველ გარემოში უფრო მარტივად ვითარდება. ეს დაავადება გადამდებია და საკმაოდ რთულად იკურნება.