მთავარი რჩევები ამ რჩევების დახმარებით ნამდვილ ვარსკვლავს მარტივად დაემსგავსებით

ამ რჩევების დახმარებით ნამდვილ ვარსკვლავს მარტივად დაემსგავსებით

by guramus

მოდის ტრენდები

აქტიურად მისდიეთ თანამედროვე მოდის სტანდარტებს და ყურადღებით დააკვირდით თქვენი საყვარელი ვარსკვავების ახალ სამოსს. ტანსაცმლის ნაწილი ექსტრემალური ნაწილია იმ გზაზე, რომელსაც მოდელის ვიზუალის მიღებისთვის გადიხართ. შეარჩიეთ ყველაზე პოპულარული ფერები, ფორმები და სტილი. ასევე მუდამ ახლოს იქონიეთ კლასიკური სამოსიც. მუდამ მზად იყავით ფორმალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. თუ გსურთ გამოიყურებოდეთ ფილმების მსახიობებივით, უბრალოდ ჩაიცვით ის სამოსი რომელიც თქვენი სხეულის მთავარ პლიუსებს კვეთავს და სისუსტეებს მალავს.

აქსესუარები

ცნობილი ადამიანები მუდამ იმას იკეთებენ, რაც მათ იმიჯსა და სამოსს ყველაზე მეტად შეეფერება. მაგალითად არსებობს საკმაოდ ბევრი ტიპის სათვალის მოდელი, რომლებს შორისაც ის უნდა აარჩიოთ რომელიც თქვენ გიხდებათ ყველაზე მეტად და უბრალოდ საყვარელ მსახიობს არ უნდა მიბაძოთ. შეარჩიეთ ყველაზე ტრენდული აქსესუარები და სწორედ ასე დაემსგავსებით მათ. შეარჩიეთ სიმბოლური აქსესუარი თქვენთვის და მაგალითად ესტუმრეთ ყველას ერთნაირი ტიპის ქუდით.

ფინანსები

ვარსკვლავივით ჩაცმა შესაძლოა ძალიან ძვირი იყოს. ნუ იქნებით ზარმაცი და დაახარჯეთ დრო უფრო იაფი ვარიანტების ძებნას. რაც უფრო დიდი არჩევანი გექნებათ გარდერობში, მით უკეთესია. კარგი იქნება თუ საყიდლებზე სიარულისას თქვენ თავს ლიმიტს დაუწესებთ. თქვენი შემოსავლის 5–10 პროცენტზე მეტი სამოსში არ უნდა დახარჯოთ. აუცილებლად უნდა ებრძოლოდ ამ ზღვარზე გადაბიჯების სურვილს.

მაკიაჟი და თმა

ცნობილი ადამიანების იდალურ გარეგნობაში ერთ–ერთი ყველაზე მთავარი დეტალი ლამაზი მაკიაჟი და ვარცხნილობაა. როგორც სათვალეების შესახებ მოგახსენეთ, აქაც სწორედ ისეთივე წესები უნდა დაიცვათ. ყოველთვის უნდა ეცადოთ ისეთი სტილის ვარცხნილობის გაკეთებას, რომელიც კონკრეტულად თქვენ გიხდებათ ყველაზე მეტად. თუკი თქვენი საყვარელი მსახიობის ვარცხნილობას მაინც გაიკეთებთ, ეცადეთ მასში შეიტანოთ მცირე დეტალური ცვლილებები, რომლებიც თქვენს სახეს უფრო უკეთ გამოკვეთს. უახლესი ტრენდების შესახებ აქტიური ინტერესის ქონა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაჯერებულიბა

თუკი თქვენ ზემოთ ხსენებულ ყველა წესს დაიცავთ, მაინც არ დაემსგავსებით ცნობილ ვარსკვლავს იმ შემთხვევაში, თუ თავდაჯერებული არ იქნებით. იმისათვის რომ ვარსკვლავივით გამოიყურებოდეთ, უნდა გჯეროდეთ რომ ვარსკვლავი ხართ. ამის დანახვა თვალებით შეუძლებელია, თუმცა ამას შინაგანად უნდა გრძნობდეთ. ანახეთ გარშემო მყოფებს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე და დაანახეთ მათ, თუ რას მოითხოვს ვარსკვლავად ყოფნა. ეს ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე ცნობილი ადამიანების ჩაცმის სტილის მიბაძვა და გამეორება.