მთავარი რჩევები წარუმატებელი შეღებვის შემდეგ ჩემი თმა ამ ნიღბით გადავარჩინე

წარუმატებელი შეღებვის შემდეგ ჩემი თმა ამ ნიღბით გადავარჩინე

by Keti

ყოველდღიურად ჩვენი თმა განიცდის გარემოს დამღუპველ მოქმედებებს. შეღებვა, ფენის გამოყენება, თმის გასწორება – სარგებელი არაფერს მოაქვს. რა უნდა ვქნათ? თმისთვის ბზინვარების დაბრუნებასა და მის გამაგრებაში შინაური ნიღბები დაგვეხმარება. დღეს გაგიზიარებთ კონცენტრირებულ ვიტამინურ ბომბას, ის თმის ნებისმიერი ტიპისთვის უნივერსალურია, აჩქარებს თმის ზრდას, ამაგრებს ძირებს და მატებს ბზინვარებას.

ნიღაბი დაზიანებული თმისთვის:

ვიტამინური ნიღაბით ისარგებლეთ რეგულარულად – ორჯერ კვირაში ერთი-ორი თვის განმავლობაში. ინგრედიენტების ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. კურსის გამეორება სამი თვის შემდეგ შეიძლება.

ინგრედიენტები:

ერთი ამპულა ვიტამინი B6

ერთი ამპულა ვიტამინი B12

ერთი ამპულა ვიტამინი B1

ხუთი მილილიტრი ალოეს ექსტრაქტი

ერთი სუფრის კოვზი თმის ბალზამი

მომზადება:

  1. შეურიეთ ინგრედიენტები ბალზამს და გულმოდგინეთ აურიეთ.
  2. მცირე რაოდენობის ნიღაბი დაიტანეთ მაჯაზე, რათა დარწმუნდეთ რომ არ ხართ ალერგიული.
  3. თუ ათი წუთის შემდეგ არ იგრძენით ქავილი და სიწითლეც არ გაჩნდა იმ ადგილას, შეგიძლიათ თამამად წაისვათ ნიღაბი თმაზე. თუ თმა ძალიან გრძელია, ბალზამის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ.

გამოყენება:

  1. წასმის წინ თმა გულმოდგინედ დაივარცხნეთ ხუთი წუთის განმავლობაში, ხშირი მასაჟორის სავარცხლით. ასეთი მასაჟი გააძლიერებს კანში სისხლის მიმოქცევას.
  2. დაიბანეთ თმა ჩვეული შამპუნით და შეიმშრალეთ პირსახოცით. ნიღბის წასმის წინ ის არ უნდა იყოს ძალიან ტენიანი.
  3. წაისვით ნიღაბი და დაიფარეთ შხაპის ქუდი. თუ ეს უკანასკნელი არ გაქვთ, შემოიხვიეთ პოლიეთილენი.
  4. თავზე შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიცადეთ ოცი-ოცდაათი წუთი, შემდეგ კი ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  5. თმა მაშინვე არ დაივარცხნოთ, მიეცით დამოუკიდებლად გაშრობის საშუალება.

ნიღბის ჩამობანა ხდება ძალიან ადვილად, მასში ბალზამის არსებობის გამო. შეცვალეთ პროცედურები ნატურალური ზეთების, სხვა ნატურალური საშუალებების მონაცვლეობით და თმა თავისი დიდებული სილამაზით მადლობელი დაგრჩებათ.

ვიტამინური ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:

ინგრედიენტები:

ორი ამპულა ნიკოტინის მჟავა

ხუთი მილილიტრი ალოეს ექსტრაქტი

ხუთი წვეთი პროპოლისის ნაყენი

მომზადება:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
  2. გაიკეთეთ იგივე ანტიალერგიული ტესტი მაჯაზე

გამოყენება:

  1. წასმის წინ თმა გულმოდგინედ დაივარცხნეთ ხშირი მასაჟორის სავარცხლით.
  2. დაიბანეთ თმა ჩვეული შამპუნით და შეიმშრალეთ ნახევრად. ის უნდა იყოს ოდნავ ტენიანი.
  3. დაიტანეთ ნიღაბი თმის ძირებზე, კარგად შეიზილეთ თავის კანში.
  4. შემოიხვიეთ მშრალი პირსახოცი ერთი საათით.
  5. დაივარცხნეთ თმა ნიღბის წასმის შემდეგ ათი წუთით, რათა ინგრედიენტები მთელ სიგრძეზე თანაბრად გადანაწილდეს.
  6. ჩამობანეთ თბილი წყლით.

თმის ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია ბალანსირებულ კვებასა და ჰიგიენურ ჩვევებზე. ვიტამინების ნაკლებობის დროს თმა ხდება მტვრევადი, მშრალი და იწყებს ცვენას. ასე რომ, ნიღბებთან ერთად გამოიყენეთ პოლივიტამინური კომპლექსებიც და აკორექტირეთ კვების რაციონი.