მთავარი რჩევები ებრაელი ექიმი გვიყვება როგორ აღმოვაჩინოთ კიბო ადრეულ სტადიაზე: რეკომენდაციები, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენენ

ებრაელი ექიმი გვიყვება როგორ აღმოვაჩინოთ კიბო ადრეულ სტადიაზე: რეკომენდაციები, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენენ

by Keti

კიბოს მკურნალობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის ადრეულ დიაგნოსტირებაზე.

კიბოს ნიშნები ადრეულ სტადიებზე:

ეს თემა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა, საშუალებას გვაძლევს პრობლემა გადავჭრათ ჯერ კიდევ მანამ, სანამ სიმსივნე მეტასტაზებს წარმოქმნის და სხვა ორგანოებსაც მოედება.

პირველ შემთხვევაში პაციენტისთვის ხელმისაწვდომია მარტივი და ეფექტური პროცედურები, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს შანსს აძლევს პაციენტს თავიდან აიცილოს ტანჯვის წლები, არ მოუწიოს ზედმეტი დანახარჯები მკურნალობაზე და, რაც მთავარია, პერსპექტივაში ის შველის სიცოცხლეს.

მოსახლეობა რომ გახდეს მეტ-ნაკლებულად შეგნებული, აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა დაიცვას ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები:

1. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ამა თუ იმ დაავადების სიმპტომი.

2. თითოეულმა უნდა მიმართოს სპეციალისტს პირველივე საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისას.

3. მოსახლეობა საქმის კურსში უნდა იყოს რა რეკომენდაციები არსებობს ადრეულ დიაგნოსტიკაზე ასაკის, სქესის, პროფესიის და ა.შ. შესაბამისად.

აი, რას გვირჩევენ ებრაელი სპეციალისტები, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ამ სამახსოვრო სქემას შეუძლია სერიოზული პათოლოგიების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე.

1. ორმოცი წლის შემდეგ ქალებმაც და მამაკაცებმაც უნდა ჩაიტარონ სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს სერიოზული პრობლემის შესაძლო არსებობაზე. მაგალითად, თუ ანალიზში ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაქვეითებულია, ექიმი მიზეზის ძიებას იწყებს: სისხლდენა ნაწლავიდან ან კუჭიდან, შესაძლო წყლული, ან სიმსივნე.

2. ორმოცდაათ წელს მიღწეულმა მამაკაცებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ პროსტატის გამოკვლევა და ჩააბარონ ანალიზი პროსტატის სპეციფიურ ანტიგენზე.

3. ორმოცი წლის ზემოთ ქალებმა, თუნდაც წელიწადში ორჯერ, უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური მამოგრაფია. წელიწადში ერთხელ კი გაესუნჯონ გინეკოლოგსა და მამოლოგს. კვლავ ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა ქალებში არის ნაცხის ანალიზი პაპილომა ვირუსზე, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევია.

4. ორმოცდაათი წლიდან ქალებმაც და მამაკაცებმაც ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, ეს ნაწლავებში პოლიპების არსებობის პრევენციაა. ასევე რეკომენდირებულია განავლის გამოკვლევა ფარული სისხლდენის დიაგნოსტირებისთვის – კოლორექტალური კიბოს დროულად აღმოსაჩენად.

5. თუ გენეტიკური ისტორია დამძიმებულია ონკოლოგიური დაავადებებით, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ გენეტიკოსს. ის მოგცემთ მიმართულებას განსაზღვრული გენეტიკური სკრინინგისთვის.

6. კიდევ ერთი რეკომენდაცია – ყოველწლიურად მოინახულეთ დერმატოლოგი, კანის გამოკვლევის მიზნით საეჭვო წარმონაქმნების არსებობის დასაფიქსირებლად.

ზოგადად, უნდა იყოთ ყურადღებიანი საკუთარი სხეულის სიგნალების მიმართ. შეკრულობა, ფეკალური მასის ნებისმიერი ცვლილება. მაგალითად, სისხლის კვალი ტუალეტის ქაღალდზე, მკერდის გამკვრივება ქალებში, ხალების გაჩენა ან არსებულის სწრაფი ზრდა ზომაში. ყველაფერი ეს არის სიგნალები, რომელთა გამოც დაუყოვნებლივ უნდა მივაკითხოთ ექიმს.

ამ მარტივ, მაგრამ ფასეულ რეკომენდაციებს შეუძლიათ თქვენი სიცოცხლის გადარჩენა. იყავით ჯანმრთელები!