ალბათ ბავშობაში ყველა ჩვენგანს გვაძალებდა დედა ნიორი გვეჭამა, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მასიურად ვცივდებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ნივრის მიღებისას სხვების მსგავსად, წელიწადის ცივ სეზონზე არასდროს გაცივდებით. ეს პროდუქტი საკმაოდ სასარგებლოა, ის ვირუსებს აქტიურად ებრძვის, თუმცა იცოდით, რომ მისი მეშვეობით გახდომაც შესაძლებელია? ეეფქტი გააგოცებთ!
კეფირი ნივრით
არც ისე დიდიხანია, რაც მეცნიერები ნივრის იმ თვისებებით დაინტერესდნენ, რომლებსაც ზედმეტ წონასთან ბრძოლა შეუძლიათ. ამ კვლევებში განსაკუთრებულ წარმატებას ვაიზმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა მიაღწიეს. კვლევამ აჩვენა, რომ ალიცინი, რომელსაც ნიორი შეიცავს, მადიანობას ამცირებს.
არსებობს სხვა მახასიათებლებიც, რომლებიც ნიორს გახდომისთვის ეფექტურს ხდიან: ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, სისხლის მიმოქცევას აჯანსაღებს, ცუდ ქოლესტერინს ებრძვის და კარგის ათვისებას ეხმარება. ადამიანებს, რომლებიც ჭარბი წონისგან იტანჯებიან, ადრენალინის გამომუშავების პროცესი დარღვეული აქვთ, ნივრის რეგულარული მოხმარება კი ამის დალაგებაში დაეხმარებათ.
საოცარი სასმელის მეორე კომპონენტი კეფირია. ყველამ იცის თუ რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი. ბევრი დიეტოლოგი მის მიღებას ყოველდღე გვირჩევს. ამ მარტივი პროდუქტის მეშვეობით ადვილად დაიკლებთ წონაში, ხოლო ნივრის დამატების შემთხვევაში პარაზიტებისგან განთავისუფლდებით. ყველაფერთან ერთად, გაიუმჯობესებთ იმუნიტეტს.
მათი შეხამება ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს. ღამით მიღებული ნიორი კეფირით იმუნიტეტს გააძლიერებს. მსგავსი მსუბუქი ვახშამი ღრმა ძილის გარანტიაა და უძილობისგანაც გიხსნით. რაც მთავარია, გახდომაშიც დაგეხმარებათ.