მთავარი რჩევები ეს ნატურალური საშუალებები თქვენს ფრჩხილებს ქვასავით მტკიცეს და მაგარს გახდიან

ეს ნატურალური საშუალებები თქვენს ფრჩხილებს ქვასავით მტკიცეს და მაგარს გახდიან

by guramus

1. E ვიტამინი

როგორ მუშაობს: E ვიტამინის შემცველი ზეთი აუმჯობესებს არამარტო ფრჩხილის მდგომარეობას, არამედ მის საფუძველსაც. ის აჯანსაღებს თვითონ ფრჩხილს და კანს მის ირგვლივ. ამას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით ახერხებს.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით ზეთი ფრჩხილის ზედაპირზე და მის ძირებში

2. ქოქოსის ზეთი

როგორ მუშაობს: ქოქოსის ზეთი კარგი ანტიოქსიდანტია, ამის გამო იგი იცავს ფრჩხილებს აქერცვლის საშიშროებისგან. იგი ასევე ანტიბაქტერიულ მინერალებსაც შეიცავს.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით თბილი ქოქოსის ზეთი ფრჩხილის ზედაპირზე და კანზე მის ირგვლივ და გაიკეთეთ მასაჟი ამ ადგილებში მანამ, სანამ ის არ გაშრება.

3. ვაშლის ძმარი

როგორ მუშაობს: ვაშლის ძმარი ფრჩხილებს სწრაფად გაზრდაში ეხმარება. იგი კანის ძირებსაც ამაგრებს ფრჩხილების თავში.

რა უნდა გავაკეთოთ: დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი თბილი წყლით სავსე ჭიკაში და ჩაალბეთ შიგნით ფრჩხილები რამდენიმე წუთით.  გაიმეორეთ ეს ყოველდღე მანამ, სანამ სასურველ რეზულტატს არ დაინახავთ.

4. ჩაის ხის ზეთი

როგორ მუშაობს: ჩაის რძის ზეთი საუკეთესო და ძლიერი ანტისეპტიკია, ამიტომ პირდაპირ მისი წასმა მიზანშეწონილი არ არის. აურიეთ სხვა ზეთებში.

რა უნდა გავაკეთოთ: დაამატეთ 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი ზეთის ხილის ზეთს, ან ქოქოსის ზეთს. მიღებული მასა წაისვით ფრჩხილის მთლიან ზედაპირზე და მის ირგვლივ კანზე, აუცილებლად შეიზილეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

5. ლიმნის წვენი

როგორ მუშაობს: ლიმონი დიდი ოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოლაგენების გამოყოფას აჩქარებს და ფრჩხილს ამაგრებს. ის ასევე ასწორებს ფრჩხილის ზედაპირს და მიკრობზარებს ამთელებს.

რა უნდა გავაკეთოთ: გაწურეთ ნახევარი ლიმონი, აურიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალთან და ამ მიქსში ჩაალბეთ ფრჩხილები 5–10 წუთის განმავლობაში.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე: