მთავარი კულინარია ღვეზელი, რომელიც ყოველ დღე უნდა გამოაცხოთ: აიღეთ არაჟანი, ორი კვერცხი, ფქვილი და საქმეს შეუდექით

ღვეზელი, რომელიც ყოველ დღე უნდა გამოაცხოთ: აიღეთ არაჟანი, ორი კვერცხი, ფქვილი და საქმეს შეუდექით

by Keti

არსებობს სწრაფი რეცეპტები, რისთვისაც ცალკე რვეული უნდა გამოყოთ. ჩვენ ხომ ხშირად არ გვყოფნის დრო რაიმე გემრიელის, განსაკუთრებულისა და ნოყიერის მოსამზადებლად.

ამიტომ ვისაც უყვარს მომზადება, მაგრამ ყოველთვის ვერ განაგებს დროს, აუცილებლად უნდა გაეცნოს მაგარ ყველიანი ღვეზელის რეცეპტს. შესანიშნავი და არატკბილი ღვეზელი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე კერძის სახით ან უბრალოდ ჩაისთან მისაყოლებლად – ის ნამდვილად უნივერსალურია!

ინგრედიენტები:

ხორბლის ფქვილი – ერთ-ნახევარი ჭიქა

არაჟანი – ერთ-ნახევარი ჭიქა

კვერცხი – სამი ცალი

ზეთი – სამი სუფრის კოვზი

მაგარი ყველი – ას ორმოცდაათი გრამი

სოდა – ნახევარი ჩაის კოვზი

ძმარი – ნახევარი ჩაის კოვზი

მომზადება:

  1. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მას არაჟანი, ჩაასხით ზეთი და კარგად აურიეთ.
  2. შემდეგ დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები: გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა ძმრით.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასსში მიღებული ცომის ნახევარი. დააფინეთ გახეხილი ყველი ზემოდან და დაასხით ცომის მეორე ნახევარი.
  4. ღუმელი ას ოთხმოც გრადუსზე გაახურეთ, აცხვეთ ორმოცდაათი წუთის განმავლობაში.

მიირთვით ღვეზელი, სანამ თბილი იქნება. თქვენი სტუმრები დადებითად შეაფასებენ ასეთ სასარგებლო რეცეპტს. გაუზიარეთ ის თქვენ ახლობლებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: