მთავარი კულინარია კუჭი რომ არ მოდუნდეს: წვნიანის ეს 5 საუკეთესო რეცეპტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე იზრუნებს

კუჭი რომ არ მოდუნდეს: წვნიანის ეს 5 საუკეთესო რეცეპტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე იზრუნებს

by Keti

სუფი – თხიერი კერძი, მას ძირითადად სადილის დროს მიირთმევენ. დღესდღეობით, დაახლოებით, ას ორმოცდაათი სახის წვნიანი არსებობს.

გთავაზობთ გემრიელი წვნიანების რეცეპტებს ყოველდღიური მიღებისთვის:

გუფთის წვნიანი:

ინგრედიენტები:

ორი ლიტრი წყალი

ორასი გრამი ხორცის ფარში

ასი გრამი სტაფილო

სამასი გრამი კარტოფილი

ასი  გრამი ბრინჯი

ოროცი გრამი მწვანე ხახვი

მარილი და პილპილი გემოვნებით

დაფნის ფოთოლი და მწვანილი

მომზადება:

  1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში სტაფილო და კარტოფილი
  2. ფარშისგან გააკეთეთ გუფთები
  3. როცა კარტოფილი სანახევროდ მოიხარშება, ჩაამატეთ გუფთა, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი.
  4. მომზადებამდე ორი წუთით ადრე დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ხახვი

 

ყველის წვნიანი:

ინგრედიენტები:

ლიტრა ნახევარი წყალი

ერთ ნახევარი მდნარი ყველი

ერთი ხახვი

ოთხი კარტოფილი

მომზადება:

  1. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბებად, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.
  2. გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთში.
  3. დაამატეთ კარტოფილს სტაფილო ხახვთ და დაჭრილი ყველი.
  4. ურიეთ სუფს, სანამ ყველის ნაჭრები ბოლომდე არ გაიხსნება მდუღარე წყალში. მარილი დაამატეთ გემოვნებით. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

 

ყველის წვნიანი ქათმით:

ინგრედიენტები:

ოთხასი გრამი ქათმის ფილე

ორი კარტოფილი

ერთი მსხვილი სტაფილო

ას ოთხმოცი გრამი ყველი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ორი ლიტრი წყალი ან ბულიონი

დაფნის ფოთოლი და მწვანილი, სურნელოვანი პილპილი

მომზადება:

  1. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად
  2. კარტოფილიც დაჭერით კუბებად. სტაფილო – ნახევარრგოლებად
  3. შეწვით ფილე მცირე რაოდენობის ზეითუნის ზეთში
  4. მიიყვანეთ ბულიონი ადუღებამდე, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილი, დაამატეთ ფილეს კუბები.
  5. ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ათი წუთით.
  6. დაამატეთ ბოსტნეული და ხარშეთ ისევ ათი ან თხუთმეტი წუთი.
  7. ჩააგდეთ სუფში ყველი. კარგად აურიეთ, რათა ბოლომდე გაიხსნას.
  8. დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი, აურიეთ და ჩააქრეთ

 

ბოსტნეულის წვნიანი:

ინგრედიენტები:

ერთი სტაფილო

ერთი ხახვი

თეთრი კომბოსტო ერთი მუჭა

ერთი ახალი კიტრი

სამი-ოთხი პომიდორი

ერთი ბულგარული წიწაკა

მარილი – გემოვნებით

მომზადება:

  1. წინასწარ გაასუფთავეთ და დაჭერით ბოსტნეული
  2. ჩაალაგეთ დაჭრილი ბოსტნეული ქვაბში ფენებად: პირველი ფენა სტაფილო, მეორე ხახვი, მესამე კომბოსტო, მეოთხე კიტრი, მეხუთე პომიდორი, მეექვსე ბულგარული წიწაკა.
  3. დააფარეთ ქსაბს და ბოსტეული ნელ ცეცხლზე მოთუშეთ (საკუთარ წვენში) ოცდაათი წუთის განმავლობაში. ქვაბი პერიოდულად შეანჯღრიეთ
  4. დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ.
  5. სუფი მზადაა, დაამატეთ უმი მწვანილი, არაჟანი, ნიორი… გემოვნების მიხედვით

 

რძიანი სუფ ბოსტნეულით:

ინგრედიენტები:

ერთი ლიტრი რძე

ოთხასი გრამი წყალი

ოთხასი გრამი კარტოფილი

ოთხასი გრამი ყვავილოვანი კომბოსტო

ასი გრამი სტაფილო

სამასი გრამი მწვანე ბარდა

ოცი გრამი კარაქი

მარილი – გემოვნებით

მომზადება:

  1. დაჭერით სტაფილო წვრილად. შეზილეთ კარაქში სანამ ის სტაფილოსფერი გახდება
  2. დაშალეთ კომბოსტო ცალკეულ ყვავილედად
  3. გაფცქვნილი კარტოფილი დაჭერით კუბებად
  4. აადუღეთ რძე
  5. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამარილეთ, ჩაამატეთ კარტოფილი და კომბოსტო. ადუღების შემდეგ სტაფილო დაუმატეთ
  6. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ნახევრად მომზადებამდე, შემდეგ ცხელი რძე დაასხით და სრულად მოამზადეთ
  7. ბოლოს დაამატეთ ბარდა, წამოადუღეთ და დატოვეთ ასე თხუთმეტი წუთი
  8. წვნიანში ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი

გემრიელად მიირთვით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: