მთავარი რჩევები ორსულებისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. უარი თქვით სტრესზე.

ორსულებისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. უარი თქვით სტრესზე.

by guramus

სტრესი ყველა ჩვენგანითვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ორსულობის პერიოდიც არ არის გამონაკლისი. მეცნიერები ამბიბენ რომ, ამ დროს სტრესში ყოფნა ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებს. რამდენად საზიანოა სტრესი ორსულობის პერიოდში?

1. სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის წონის ტემპის შესუსტება

პირველი ორსულობა ყველა ქალისთვის ამაღელვებელია, რასაც თან სდევს ნერვიულობა. პირველ რიგში ასეთ დროს უნდა დამშვიდდეთ, რადგან ამ პერიოდში სტრესი იმოქმედებს ბავშვის წონის განვითარებაზე. სტრესი ხელს უწყობს ნაადრევი მშობიარობის დაწყებას.

 2. სტრესი გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის განვითარებაზე

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაღალი ჰიდროკორტიზონის დონემ შესაძლოა ბავშვის IQ განვითარებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვეულებრივ, პლაცენტა აწარმოებს ფერმენტებს, რომლებიც კორტიზონს არღვევენ. სტრესი გავლენას ახდენს ნერვული ფუნქციონალური სისტემების ორგანიზებაზე.

3. სტრესი იწვევს ძილის გართულებას

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 6, 18 და 30 თვის ბავშვები ძილის დროს და ისინი ხშირად იღვიძებდნენ. ეს ხდება იმიტო რომ კორტიზონი გადადის პლაცენტაზე, რაც პასუხიმსგებელია ბავშვის ყოველდღიურ რიტმზე და არღვევს მათ ძილს.

4. სტრესი მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე

2011 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ დედის სტრესი გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ადრეული ინფექციისა და ფსიქიკური აშლილობის მაღალი რისკი ბავშვებში საშვილოსნოს სტრესმა გამოიწვია. ასევე არსებობს სხვა პრობლემები, როგორიცაა თვალის, ყურის, საჭმლის მომნელებელი, რესპირატორული, კანის, კუნთოვანი, გულსისხლძარღვთა და გენეტიკური დაავადებები. სტრესმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ალერგიის და ასთმის განვითარებას ბავშვებში.

 5. სტრესი ხელს უწყობს ბავშვში შიშის გრძნობას

მაღალი კორტიზონის დონე მომავალში ბავშვის სტრესის განცდაზე აისახება. ჩვეულებრივ როდესაც ოთახში ბურთს დაინახავენ ბავშვები, მისკენ გაიქცევიან სათამაშოდ, ხოლო ასეთი ბავშვები დედებისკენ აიტუზებიან და შიშის განცდა ექნებათ. ასეთ ბავშვებს სკოლაში სიარულიც დისკომფორტს შეუქმნის.

                                           ყველა სტრესი არ არის ერთი და იგივე

კვლევებმა აჩვენა რომ მოკლე ვადიანი სტრესი არ ახდენს გავლენას თქვენს ნაყოფზე.

                                                 როგორ გავუმლავდეთ სტრესს

სტრესს ძალიან ბევრი ვერ უმკლავდება, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია.

  •  გახსოვდეთ რას ჭამთ და როდის. არ გამოტოვოთ თქვენი საუზმე, მეტი ხილი და ბოსტნეული, თევზი და მარცვალი მიირთვით. სცადეთ ჭამა ერთი და იგივე დროს.
  •  გაისეინეთ, იარეთ საცურაო აუზზე, ივარჯიშეთ, ვარჯიში ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას და ხსნის სტრესს.
  •  იყავით იმ ადამიანების გარშემო, როლებიც კარგად გხდიან და გამხიარულებენ.
  •  წერეთ. იმის შესახებ რაც გაწუხებთ, ეს ემოციების დაცლაში დაგეხმარებათ.
  •  ისიამოვნეთ თქვენი ჰობით ან აღმოაჩინეთ ახალი.
  •  იძინეთ საკმარისად. ეს სასარგებლოა თქვენთვისაც და თვქენი ბავშვისთვისაც.
  •  თუ ვერ უმკლავდებით სტრესს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ის დაგეხმარებათ.