მთავარი კულინარია მანდარინის პანა-კოტა: ეს დესერტი სპეციალურად ახალი წლისთვის არის შექმნილი.

მანდარინის პანა-კოტა: ეს დესერტი სპეციალურად ახალი წლისთვის არის შექმნილი.

by Keti

არის დესერტები, რომლების განსაკუთრებულად უხდება დღესასწაულებს. ერ-ერთი ასეთია მანდარინის პანა-კოტა. ის სწრაფად მზადდება და გამოიყურება ძალიან ეფექტურად. პანა-კოტა დაამშვენებს ნებისმიერ მაგიდას და მოეწონებათ არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილ ადამიანებსაც.

ინგრედიენტები:

ნაღები – სამასი მილილიტრი

რძე – ოცდაათი მილილიტრი

მანდარინის წვენი – ოთხასი მილილიტრი

ხაჭო – ორმოცდაათი გრამი

შაქარი – სამოცი გრამი

ვანილის შაქარი – ერთი ჩაის კოვზი

ჟელატინი – ოცი გრამი

მანდარინის ცედრა – ერთი ჩაის კოვზი

წყალი – ოცდაათი მილილიტრი

მომზადება:

პირველად ნაღების ფენა მოამზადეთ, ნახევარ ჟელატინს დაასხით ორმოცდაათი მილილიტრი ცივი წვენი და დადგით ასაფუებლად. აურიეთ ერთმანეთში რძე, ნაღები, ასი მილილიტრი წვენი, ხაჭო, ვანილის შაქარი და ნახევარი ჩვეულებრივი შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ ცედრა და განუწყვეტლივ ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე.

2. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ჟელატინი და სრულ გახსნამდე კარგად ურიეთ. გახსენით ჟელე პორციების ფორმების მიხედვით და შდგით მაცივარში ერთი საათით, რა შედედდეს.

3. მანდარნის ჟელეს მსოსამზადებლად ჩაალბეთ ორმოცდაათ მილილიტრ წვენში ჟელატინის მეორე ნაწილი და დადგით ოცდაათი წუთით. ცალკე ქვაბში აურიეთ ორასი მილილიტრი წვენი, წყალი და დარჩენილი შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ გაფუებული ჟელატინი. ყველაფერი კარგად აურიეთ და ცოტა გააციეთ.

4. გამოიღეთ მაცივრიდან საპორციო ფორმები ნაღების ფენით და სუფრის კოვზით აკურატულად ჩაასხით მასზე ზემოდან მანდარნის ჟელე. შეამოწმეთ, რომ ფენები ერთმანეთში არ აირიოს.

5. პანა-კოტა დატოვეთ მაცივარში საბოლოო გაციებამდე. მზა დესერტი შეგიძლიათ მანდარინის ნაჭრებით მორთოთ, ან გახეხილი შოკოლადითა და ქოქოსის ფანტელით.

ასეთი დესერტი შესაძლოა გამოიყენოთ, როგორც საუკეთესო საუზმე, მას სათანადოდ დააფასებენ თქვენი მეგობრები, რომლებიც დიეტაზე არიან, ასევე მოიქცევიან სწორი კვების მომხრეები.

მოამზადეთ და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!