მთავარი კულინარია მოამზადეთ ჩიზქეიქი ამ რეცეპტით, მის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ

მოამზადეთ ჩიზქეიქი ამ რეცეპტით, მის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ

by Keti

სხვა ჩისქეიქებისგან განსხვავებით, კრაკოვული – რაღაც განსაკუთრებულია. მისი შიგთავსი არაჩვეულებრივად ჰაეროვანი და რბილია. ფხვიერი ცომი ძალიან უხდება და ავსებს მას.

ნაკლები ცომი და მეტი შიგთავსი – აი ეს არის ამ ხაჭოს ჩისქეიქის საიდუმლო.

ის ცოტა რთული გასაკეთებელია, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ღირს.

დაუჯერებლად მადისაღმძვრელი საუზმეა!

ინგრედიენტები:

ხაჭო – ერთი კილო

კვერცხი – ცხრა ცალი

ნაღების კარაქი – ორასი გრამი

ვანილი – ორი გრამი

ქიშმიში – ასი გრამი

შაქრის პუდრა – სამას სამოცდაათი გრამი

სახამებელი – სამი სუფრის კოვზი

ხორბლის ფქვილი ორას ორმოცდაათი გრამი

მომზადება:

1. ას ოცი გრამი დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ას ოც გრამ შაქართან ერთად. დაამატეთ ერთი კვერცხი, ვანილი, აურიეთ. დააყარეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში ერთი საათით.

2. მოჭერით ნახევარზე მეტი ცომი და გააბრტყელეთ, მოათავსეთ პერგამენტდაფარებულ საცხობზე, დაჩხვლიტეთ ალაგ- ალაგ ჩანგლით და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.

3. შემდეგ შედგით საცხობი ღუმელში 180 გრადუსზე თხუთმეტი წუთით.

4. მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ ხაჭო საცერზე, ათქვიფეთ ბლენდერში ნაზი მასის მიღებამდე.

5. ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი ორას გრამ შაქრის პუდრასთან ერთად.

6. გააგრძელეთ თქვეფა და თანდაათან უმატეთ თითო კვერცხის გული და თითო კოვზი ხაჭო [სულ რვა კვერცხის].

7. ათქვიფეთ რვა კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად. დაამატეთ ორმოცდაათი გრამი შაქრის პუდრა და თქვიფეთ მკვრივი ქაფის მიღებამდე. დაამატეთ ქიშმიში და სახამებელი.

8. ხაჭოიან მასაში გადაიტანეთ ეს ცილიანი მასა. ნელა აურიეთ.

9. გამომცხვარი ცომი გადაიტანეთ ფორმაში, ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი.

10. თხლად გააბრტყელეთ დარჩენილი ცომი, დაჭერით ზოლებად და დააფინეთ ხაჭოს უჯრედების სახით.

11. შედგით ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში თხუთმეტი წუთით. ამის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და დატოვეთ ასე ერთი საათით.

ტკბილი გემოს მოყვარულთ შეუძლიათ ჩისქეიქს აპკურონ ლიმონის წვენში ათქვეფილი შაქრის პუდრა

მიირთვით ეს არაჩვეულებრივი საუზმე არომატულ ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

ძალიან გემრიელია!

გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი ახლობლებს და მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: