ჭარხალი უნიკალური ბოსტნეულია, რომელსაც სხვა ვერ ანაცვლებს. თუ ორი კვირის განმავლობაში გამოიყენებთ 100 გრამ ჭარხალს, ეს ჰემოგლობინზეც დადებითად იმოქმედებს. ჭარხალი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია დიეტური კერძების მოსამზადებლად. მისი კალორიულობა მხოლოდ 43 კილო/კალორიაა 100 გრამზე.
ჭარხლის სალათა კაკლითა და შავი ქლიავით
ინგრედიენტები:
ერთი მოხარშული ჭარხალი
ასი გრამი ბერძნული კაკალი
ორი შავი ქლიავი
სამი კბილი ნიორი
ორი სუფრის კოვზი იოგურტი ან ზეთი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
შავი ქლიავი წყალში წინასწარ ჩაალბეთ ნახევარი საათით, გახეხეთ ჭარხალი, დაჭერით ქლიავი, აურიეთ და მიამატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი. შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მოასხით იოგურტი ან ზეთი.
ფიტნეს სალათა ჭარხლით
ინგრედიენტები:
ორი ჭარხალი
ერთი ვაშლი
ერთი სტაფილო
ერთი საშუალო ზომის ხახვი
ორას ორმოცდაათი გრამი ახალი კომბოსტო
სამი სუფრის კოვზი ზეთი
ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
მწვანილი – ნებისმიერი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
ჭარხალი და სტაფილო გაფცქვენით, გახეხეთ ვაშლთან ერთად სახეხზე. ხახვი დაჭერით ღეროებად, დაჭერით კომბოსტოც. აურიეთ ბოსტნეული, დაამატეთ მწვანილი, მარილი, ძმარი და ზეთი.
ნოყიერი სალათა ჭარხლით და ბრინჯით
ინგრედიენტები:
ერთი მოხარშული ჭარხალი
ერთი მოხარშული სტაფილო
ას ორმოცდაათი გრამი ბრინჯი
ერთი სუფრის კოვზი სიმინდი
რვა ცალი ზეთისხილი
ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ერთი ჩაის კოვზი სოიოს სოუსი
ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
ახალი მწვანილი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
გახეხეთ ჭარხალი და სტაფილო, ბრინჯში შეურიეთ სიმინდი, თეფშზე ცალ-ცალკე დააწყეთ ბოსტნეული, მწვანილი, ზეთისხილი და ბრინჯი. მოასხით სოიოს სოუსი, ზეთი და ძმარი. მოამზადეთ უშუალოდ ჭამის წინ.
სალათა ,,გამაჯანსაღებელი ფუნჯი”
ინგრედიენტები:
ერთი ჭარხალი
ერთი სტაფილო
ნახევარი ნიახურის ძირი
ნახევარი საშუალო ზომის კომბოსტო
ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
ორი სუფრის კოვზი სეზამის თესლი
ნახევარი ფორთოხალი
ახალი მწვანილი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
წვრილად დაჭერით კომბოსტო და ფრთხილად გაწურეთ ხელით. ჭარხალი, გახეხეთ სტაფილო და ნიახური, დაჭერით ფორთოხალი, აურიეთ ყველაფერი, შემდეგ დააჭერით მწვანილი, მოაყარეთ სეზამი, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი.
სადღესასწაულო სალათა ,,ქალბატონი”
ინგრედიენტები:
ერთი მოხარშული ჭარხალი
ას ოცი გრამი ბრინზა ყველი
ერთი მანდარინი
ერთი სუფრის კოვზი ბროწეულის მარცვლები
ერთი მეოთხედი ხახვი
ერთი ჩაის კოვზი ფრანგული მდოგვი
ორი სუფრის კოვზი ზეთი
ერთი სუფრის კოვზი ნებისმიერი კაკალი
მომზადება:
დაჭერით კომბოსტო და ყველი, ხახვი დაჭერით ღეროებად, თეფშზე ფენად დააწყეთ ჭარხალი, ყველი, ხახვი, მორთეთ ბროწეულითა და მანდარინით და დაჭრილი ხახვით, მოასხით მდოგვის საწებელა და ზეთი.
დაიმახსოვრეთ! ჭარხალი დიდი რაოდენობით არ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების, შაქრიანი დიაბეტისა და თირკმელების დაავადების დროს. არც ჰიპოტონიის დროს მიიღოთ ჭარბად. ჭარხალი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც აქვეითებს წნევას.